► Мой дядя Бенджамен


ეჰ ძია ბენჯამენ, როგორი მონატრება გცოდნია... მონატრება რა, პრინციპში არც მენატრები ხოლმე, უფრო მჭირდები. ხო ხო, დაიწყე ეხლა, თუ არ დაგჭირდი არც მომიკითხავო. კაცო, როდის ერთხელ გითხარი არ მოხვიდე მეთქი? ხო იცი რო ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, განსაკუთრებით მაშინ როცა პიროვნების გაბევრება გემართება(შენ ეს სენი ძალიან გიხდება). შენი გამოჩენა ყოველთვის მიხარია. შენში განსაკუთრებით იცი რა მომწონს ძია ბენჯამენ? სადაც შენ ლაპარაკობ და შენ სიტყვას ამბობ, იქ ყველაფერი ისე გამოდის და გვარდება, როგორც შენ გინდა. ეგ შენი ღრმა, ჭკვიანი თვალები და ოდნავი ღიმილი ისეთ დამაჯერებლობას ანიჭებს თითოეულ შენს მიერ გამოთქმულ აზრს, რომ იჭვნეულობის მანიით ყველაზე შეპყრობილი ადამიანიც კი ვერ აღუდგება წინ შენს მომხიბლელობას... არასოდეს მითქვამს შენთვის ხმამაღლა, მაგრამ მშვიდად მაშინ ვარ, როცა შენ ჩემთან ხარ. არა ძია ბენჯამენ, სიცისფრე ჯერ არ შემპარვია და ვაჟ-ვაჟური, ან თუნდაც სხვა ნებისმიერი სახის სიყვარულით ნამდვილად ვერ მიყვარხარ, მაგრამ რაღაც თბილი გრძნობა გამაჩნია შენს მიმართ, ისეთი ტკბილი ხარ, ისეთი მშობლიური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დროულად მოდიხარ ხოლმე, არადა უდროვოდ შენი მოსვლისთვის, ხომ იცი, არასოდეს არაა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მუდამ ტკბილი ხარ და მშობლიური. ნუ იკარგები ძია ბენჯამენ, გამოჩნდი. ახლა ისე მინდა რომ მოაკაკუნო ჩემს კარზე არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად პიროვნებაგაოცდაათებულმა, ისე მინდა რომ ვერ აგიხსნი. მჭირდები ძია ბენჯამენ, ოცდაათი მჭირდები. მინდა ზეგ დილას აუცილებლად ჩემთან იყო. გამოჩნდი გთხოვ და პირობას გაძლევ ორ კვირაში შენს ოცდაათივე მეს ზუსტად იქით გავუშვებ საღსა და სალამათს, საიდანაც მოვლენ. გემუდარები ძია ბენჯამენ, არ დამაღალატო, შენზეა ჩემი მომავალი დამოკიდებული. პატივისცემა ჩემზე იყოს, ხომ იცი, ჩემგან არავის დაკარგვია! იმედი მაქვს წერილს დროულად მიიღებ და დროსა და სურვილს გამონახავ ჩემს დასახმარებლად. წინასწარ დიდი მადლობა. თუ ვერ მოახერხო ძია გრანტს თხოვე შენს მაგივრად მოსვლა, უბრალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების გასამოცების შეტევა ექნება (მასაც ძალიან უხდება ეს სენი, უბრალოდ შენთან ვერ მოვა). გელი ძია ბენჯამენ.

პატივისზედბეჭდვით, ბეთხოვენა

P.S. არადა სულ ცოტა ხანშიც კი როგორ ძლიერდება შენი მონატრება ჩემში...

3 კომენტარი:

  • ვიზიარებ შენს სიყვარულს ბენჯამენისადმი. ერთი პერიოდი ისე მოვშინაურდით, რომ ბენი დამიძახეო, მითხრა.

    ეჰ რა დრო იყო, შემენახა მაინც ჩვენი ერთადყოფნის სურათები.

    ახლა ისევ მენატრება და თუ ვხედავ, მოკრძალებით ვეძახი მუსიე ბენჯამენს.

    (

  • mec mec mec :user:

  • არ დაიჯერო დოდკა, ხო ხედავ რა შინაურულად ველაპარაკები, არ უყვარს მაგას ოფიციალურობა. ხოდა ჯიგრულად რო მივმართე შეისმინა და მოვიდა პიროვნებაგაოცდაათებული :D
    მადლობა ძია ბენია და არ დაიკარგო, ხშირად მესტუმრე ხოლმე :D