► Wrong!


ამ ბოლო დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზანი და მისი მიღწევის აუცილებლობა გამიჩნდა. ზოგადად მიზნების მიღწევას გარჯა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, ალბათ 10-დან ცხრა მაინც ამ გარჯას ტრაკის განძრევის სახელით იცნობს.
შემოქმედმა სამყარო მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადი შექმნა. იცვლება გარემოებები, მათი განმაპირობებელი ფაქტორების ცვლის შედეგად რა თქმა უნდა.
ტრაკი და სივრცე. წარმოიდგინე, რომ დრო და ამინდი ისე შეიცვალა, რომ ჩამოყალიბდა გარემოება, რომელშიც სივრცე იმდენად პატარაა და ტრაკი იმდენად დიდი, რომ ამ უკანასკნელისათვის განძრევა თითქმის იგივეა, რაც ახლადშობილისათვის მარათონულ გარბენში მონაწილეობის მიღება, ან თუნდაც ელენე თევდორაძისა და სალომე ზურაბიშვილისათვის გამართული ქართულით საუბარი.
არადა ყოველი ცისმარე დღის 24 საათიდან თითოეულის 60-ვე წუთში თითო-თითოჯერ მაინც გეუბნება არცთუ ისე სასიამოვნო, მაგრამ აშკარად კეთილმოსურნე ხმა: ”ტრაკი, ჯიგარო, ტრაკი გაანძრიე”.
ოთხი კედელი. ოთხი კედელი ასივებსო ტრაკს ისე, რომ გასაქანს ვეღარ პოულობსო. არა. პასუხისმგებლობა შვება მემგონი მაგ საქმეს...
დრო იყო და მომენტი, როცა არ ყოფილა არავითარი დომენტი, უბრალოდ პასუხისმგებლობის გაბარიტები იყო ბევრად უფრო მცირე სიდიდეებში, ვიდრე დღეს. დრო და ამინდი მაშინაც იცვლებოდა და რიგ შემთხვევებში ტრაკსაც უწევდა ზომაში მოკლება გასაქანი სივრცის მოსაპოვებლად. გაინძრეოდა თუ არა, სივრცეც იზრდებოდა და ტრაკიც მეტი სილაღითა და სინარნარით მიჰქროდა მისთვის შესაფერისი სურნელით განმსჭვალული სიოს თანხლებიდ მიღწეულ მიზანთა ქალაქისაკენ მიმავალ ხან შავითა და ხან თეთრით ნახატ გზაზე.
ერთ ახალ წელსაც წმინდა კოლიამ არცთუ ისე აგვიხდინა ოცნებები და დისტანციური მართვის სათამაშო მანქანის ნაცვლად პასუხისმგებლობა გვაჩუქა. მას შემდეგ თითქოს მე ტრაკი გამიწყრა და ტრაკს კიდე ღმერთი. უარზეა. განძრევა არ უნდა. არადა მისიც მესმის, გასაქანს ვერ ვაძლევ. უმოძრაობაში კიდე ისე გასივდა ოხერი, რომ ნებისმიერ თავმოყვარე ფრანგ მეძავს შეშურდება ჩემი.
საბოლოო ჯამში დილემამ ასეთი სახე მიიღო:
1. ან პასუხისმგებლობა უნდა მოვიხსნა (რისიც, მიუხედავად ყველაფრისა, არანაირი სურვილი არ მაქვს), დროებით მაინც და ტრაკს გასაქანი მივცე;
2. კვლავაც მივცე ტრაკს დასვენების და მიზნის მიღწევის უფრო გართულების საშუალება, დაველოდო, როდის მორჩება უამინდობა და როდის მოვა დრო, როდესაც გასაქანი სივრცე მეტი იქნება (აუცილებლად მოხდება, მაგრამ კაცმა არ იცის როდის);
3. დროს და ამინდს მოვერგო (რაც ასევე არანაირად არ მხიბლავს, მედროვეობა და მეამინდეობა რომ მინდოდეს, გემრიელად გავარტყავდი პასუხისმგებლობასაც და ზოგადად თავმოყვარეობას);
ვიცი, გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. არ არსებობდა ნაკლები პასუხისმგებლობის პირობებში, არ იარსებებს ახლაც, უბრალოდ მიზნის მიღწევას ტრაკის მეტად განძრევა დაჭირდება ალბათ. ყოველთვის შეიძლება ტრაკისათვის გასაქანის პოვნა ადამიანური გზით, ახლაც შეიძლება. ბებიაჩემი იმისთანა დაქოქილი იყო, აუცილებლად მოახერხებდა რამეს ჩემ ადგილზე. ჩემი მტერი იყოს იმის ადგილზე ახლა... მეც უნდა მოვახერხო რამენაირად. რაღაცას ვერ ვხვდები. ერთი დანამდვილებით ვიცი: გზას ავცდი, რაღაცას არასწორად ვაკეთებ...

4 კომენტარი: