► წელიწადი უღელქვეშ

6 კომენტარი


ეგრე მოდი არ დაიბნე ფიქჩერს ფრიზენთს

მირამაქს დიდთავიანც

ბეთხოვენ მაკცხვირმონგერ

ინ


თეიქ ზიიზ სოქზ ოფ მი, ვუმენ

...............................................................

მთელი ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი 43 ზომა ფეხი (ორივე) ვაიძულე და ფრიად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი ცხოვრებაში.
იყო ასეთი ფენომენალური წელი, ქრისტეშობიდან ორიათას მეშვიდე ერთეული და მასში, ისევე როგორც ყველა მანამდე არსებულში იყო მეთორმეტე თვის მეოთხე დღე, პირადად ჩემთვის სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება. ეს იყო ჩემი თავისუფალი, ლაღი, არც ისე უდარდელი მაგრამ გამტრაკებლური, ორი სიტყვით რომ ვთქვა მშობლისმხერხავად ეგოისტური ცხოვრების უკანასკნელი დღე.


თავი პირველი: ”მოიდა და ცოლად გამამყე”

თქმულ არს, პირველად იყო სიტყვაო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემ სიტუაციაში პირველად იყო სიდედრი. არა ბატონო, არ გეჩვენება და არც მე ვბოდავ. სწორედაც რომ სიდედრი, რამეთუ რომ არა სიდედრი და მისი მომავალსიდედრული ”რაღა დროს გარეთ ბოდიალია, სახლში მოდი”, 4 დეკემბერი სულაც არ იქნებოდა 4 დეკემბერი.
რამდენადაც მახსოვს პირველ დეკემბერს აბანოთუბანში მობილური ტელეფონის ზარი გაისმა. ჩემი იმ მომენტში ჯერ კიდევ ”პროექტში” სიდედრი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი მონდომებით მოუწოდებდა ჩემს მაშინდელ ”ბეზ პიწი მინუტ” და ახლანდელ ცოლს, რომ სახლში მისულიყო, ვინაიდან და რადგანაც ”ნორმალური ხალხი ღამით გარეთ არ დადის”. ვეცდები მიმდევრობით დავალაგო ჩემი რეაქციები.
1. (გაფიქრებული) ”ფუ მოგი..”
2. (გაფიქრებული) ”ე, ამას ვინ..”
3. (გაფიქრებული) ”ვნახოთ ვინ ვის”
4. (გაფიქრებული) ”ზოგი ჭირი მარგებელია”
5. (გაფიქრებული) ”ნასტალ მომენტ ისტინი”
6. (ეშველა და ნათქვამი) ”შენა და... მოდი ავაცვათ”.
ნუთუ ჩემ დამაჯერებლობას წინ რაიმე სახის, ჯიშის, წარმოშობის, წარმოების თავშეკავება და გონიერება აღუდგებოდა?! არა, არა და არა (ბოზი ვიყო). თუმცაღა იყო მცდელობა. გაისმა ჩემს მიმართ მომართული კითხვა ”და... ნორმალურად რომ ვქნათ?”, რასაც მოყვა ჩემი დამაჯერებელი პასუხი ”და რა ჭირს ამას არანორმალური?”.


თავი მეორე: ”როგორა და ჭრელადა”

ვემზადებოდი. დადგა 4 დეკემბრის საღამო. როგორც ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, მამმმმმაზეციერის ნებით უნდა მომხდარიყო ყველაფერი (იმდენი იძახა, რო მოკვდა). ხოდა მამმაზეციერის ნებისა რა მოგახსენო და ძალიან მძიმე დღის შემდეგ პატიოსანი ტაქსტით მივედი ”ცოლოურისას”. დამხვდა, მაგრამ რა დამხვდა...
იმ საღამოს ნათელი წერტილი, ჩემი ცოლიძმა (ცოლისა კი არა და ცხოვრებისეულად ძმა გამოდგა) ახალი მოწეულივით პირმომღიმარი.
თავგასიებული დგას და მიმტკიცებს, ვერაო, სახლშია ყველაო. ფიჰიჰიჰიჰიიიი მეთქი. მეტს რას ვეტყოდი.
იყო იქ ნერვებისშლის მომენტი და არამკითხე მოამბეების კომენტარები, რომლებიც სხვათაშორის მე არ ჩამიყენებია საქმის კურსში (ზოგიერთების გასაგონად ვამბობ).
აღნიშნეთ 4 დეკემბერი ჭრელად კალენდარში, რამეთუ სასწაულის დღეა. სასწაული კი შემდეგში მდგომარეობს: საღამოს 11ის 10 წუთზე მივდივარ დაკრეჭილი სიდედრთან და ვეუბნები, თუ შეიძლება შარდენზე წავალთ, ნაყინს შევჭამთ (4 დეკემბერს) და მოვალთ მეთქი. მახსოვს იყო გაკვირვებული სახე Lights და კითხვა "ეეეხლაა კაცოოო?", კვლავაც და კვლავაც ჩემმა დამაჯერებლობამ იმარჯვა. ჰოდა სასწაულია, აბა რა არი, სახლიდან ქალი მოგყავს და 4 დეკემბერს იმით ბოლდებიან რომ ღამის 11 საათზე ნაყინის ჭამა მოგინდა. არადა წესით ის მაინც უნდა გაიფიქრონ, რომ ან ერთი, ან მეორე ფეხმძიმედ ხართ...
უკანა აივნიდან წინასწარ გადმოდგებული ჩანთა ავიღეთ და წამოვედით.


თავი მესამე: სვანური თავი

თავი რომ სამშვიდობოს მეგონა გამოსული მოსახვევიდან ზორბად შემოგორდა VW Golf 2...
"ეუფ..." გავიფიქრე და ღმად ჩასუნთქული ჰაერი სულ გამოვუშვი, იმის შიშით, რომ შემდგეგში შეიძლება სულ სხვა გზით გამოსულიყო.
მანქანამ გვერდით წაგვიჩერა და ფანჯრიდან მკაცრმა გამოხედვამ განგმირა ჩემი გამძლეობა და მერე ჩემი რუკზაკი. არა, ეს არ ყოფილა ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. ეს იყო ჩემი მომავალი ქვისლი, ბ-ნი ქვისლი, წარმოშობით სვანი, მოწოდებით ჯიგარი, პროფესიით შაოლინის ოსტატი (პრინციპში არ ვიცი ეგ ზუსტად, მაგრამ მაშინ ეგრე მეგონა). თუმცაღა შავბნელი წარსული გაიხსენა და "მე არაფერი დამინახავს" პრინციპით მშვიდად გააგრძელა ზორბად გორვა.
ჰუუუუჰ...


თავი მეოთხე: ბეზ პიწი პაწი პუწი.

ტრასაზე ჩემი საცოდავი ძმაკაცი მელოდებოდა. ისედაც შავია და რომ ჩავედით სიცივისგან სილურჯე დაკრავდა. ტაქსი დავიჭირეთ, გზად ეს ჩემი ძმაკაცი ჩემი მეორე ძმაკაცითა და მისი მეოღლით ჩავანაცვლეთ და გეზი ბაკურიანისკენ ავიღეთ.
სადღაც გორისკენ ჩემი სიდედრი რეკავს ჩემ ცოლთან და თავაზობს ისეთ წინადადებას, რომელზეც მხოლოდ უკანასკნელი ქლიბი გვარად ქლიბაძე თუ არ იტყვის უარს. "დაბრუნდით სანამ დროა". კვლავაც ფიჰიჰიჰიიიიიიი და გზა განვაგრძეთ.


თავი მეხუთე: ბაკურიანი

ბაკურიანში დიიიიდი თოვლი იყო, თუმცა გზა გაეწმინდათ. მივადექით სასტუმრო თბილისს. ეს იყო უკანასკნელი ნერვიული ამოსუნთქვა, რომელსაც მოჰყვა აზრად გავლებული "ეხლა მემთხვიეთ ყველა".
მეორე დღეს გიგილომ და ლევანიმ დედაჩემს ახარეს დედამთილი ხარო. დედაჩემი კინაღამ კიბეზე დაგორდა, მაგრამ არ დაიბნა და შამპანური აბუთქა. ეტყობა უნდოდა გიგილოსთვის ეხეთქა სახეში საცობიმ, მაგრამ სამხედრო გამოცდილება არ ეყო.
სამი დღე ვიყავით ბაკურიანში. იფ, კაი იყო. ღირდა ცოლის მოყვანა იქ წასასვლელად, მაგრამ უცოლოდ ჯობდა, რამეთუ მთელი სამი დღე და ღამე ცოლის ტელეფონმა, ლიტერატურულად რომ ვთქვათ, ტვინი ტყნა.


თავი მეექვსე: ცოლი (მეუღლე არა ისა კიდე...)

ჩამოვედით მეოთხე დღეს, მივედით სახლში. იმ დღეს ვსვით ვსვით. მერე კიდე ვსვით ვსვით და ბოლოს ჩემი ცოლის ოჯახობა მოგვადგა ფრიად თავპატიჟგამოდების შემდეგ. მე იმაზე ვიღადავე, ჩემი სიდედრი რო მომადგა დაროჟილი, ეს რა ქენითო. ფიჰიიიიი, მოგიტყან ზესტაფონი...
ჰოდა ეგრე რა. ცოლი მყავდა უკვე.


თავი მეექვსე: უან იარ ლეითა

დიიიიიიდი დედამიფსმული წელი იყო ეს ერთი წელი. მარა ცოლი რა შუაშია. ცოლი ასწორებს, რაც მთავარია სოუზს თავისით აცხელებს, ნასკს ისე მხდის რო არ ეზარება და მამიტოს პაააატალა დუდღნიკიც აჩუქა.


ეპილოგი: რაც მე დავწერე არი ფაიზაღი. ჩემი ცოლს რაც განსხვავებულად უწერია გაბოლებთ და რამდენი კიდე არ უწერია. ტაკიე ვოტ ლანდიში.

გილოცავ ღენიოს. შენ ერთი წელიწადია რაც უგენიალურესი ქმრის ცოლი ხარ :D
Read On

► პატიოსანი, მოკლე და უსათაურო პოსტი

3 კომენტარი

მოუტყან. ძაან შევიცვალე აი. დღეს ჩემს საქციელებს ვაკვირდებოდი და რომ ვთქვა, რომ სანუგეშო რამე შევნიშნე, ზებოროტად მოვიტყუები. ერთი სიტყვით, გასწორხაზოვანერთუჯრედიანმყრალხასიათიანიაფფასიანმძაღეროჟიანებული ვარ. ნუ კიდე გარამდენიმერაღაციანებულიც.
ჩვენი მტრისაში დარჩეს და არც არასოდეს ვყოფილვარ მრაფალფეროვნების ოსტატი, მაღალი ერუდიციით ნაწრთობი გენიალური ინტელექტის პატრონი, სასიამოვნო გარეგნობის პირღიმილიანთა ხელმწიფე და თვით ლორდი მხიარულება. მიუხედავად ამისა იყო ჩემში რაღაც. ახლაც არის ჩემში რაღაც, ვგრძნობ, მაგრამ სულ სხვა რამ და რაც მთავარია სულ სხვა ადგილას...
Read On

► ჩუ ქართველო ( აკაკი წერეთელი feat. ბეთხოვენა)

3 კომენტარი


ყველაფერს ჭირდება რიმეიკი, რემიქსი და ა.შ. ხოდა მე და კაკომ გადავწყვიტეთ რომ მის აწ უკვე ჩაძირულ სოლო კარიერას მხოლოდ ჩემთან ერთად ჩაწერილი დუეტი თუ უშველის. მაშ ასე და მასაშე:

ჩუ ქართველო, მინეტჩიკო, ნაბოზარო და ახვარო,
არსებობის ყოველ წამში მოღალატის ყლით ნახმარო.

ჩუ ჩუ და ჩუ, ჭუჭუს ჩუჩავ, თესლის ბოთლო, მძღრენის მუჭავ,
ჩაიჯვი და ნუ ტლიკინებ, თორემ ძუძუს მიგიკუჭავ.

ჩუ მეთქი შე ქიქაბერო, ქვეშაჯვია, ქლიბო, ყვერო.
ჭიქის პონტში კაი ბიჭო, გარეთ კიდე ჩმორო, მძღნერო.

და ა.შ. აწ და მარადის კავკასიიდან დარუბანდამდე, უკანალიდან უანალამდე.
Read On

► პორწრერები

2 კომენტარი






ეს ისე, ყავარჯნით ბობღვისა და უსაქმურობის სიყვარულში და კლასმასტერში.
Read On

► მამას დუდღნიკი მეთქი

8 კომენტარი







ლოგოლ ენატლება ხოლმე მამიტოს :-<
ბავშვს არაფერი დამართოთ თორე თქვენ მო...
Read On

► v მამიკოს ციცქნა დუდღნიკი v

9 კომენტარი





Read On

► Bang on Time!

1 კომენტარი

აჰაიდა უძივიწელნო, მაგრამ დღეს სამსახურში დროზე მოვედი. არადა მეგონა ვაგვიანებდი. ორი თვის განმავლობაში დღეს პირველად დავადგინე მოსვლის დედლაინი. თურმე 10-დან 11-მდე უნდა მოვიდე. დღეს გერმანული სიზუსტით აღმოვჩნდი ტაბელთან. ნეისპოვედიმი პუტი გოსპოდნი, მააშ.
რა მუღამია სამსახურში დროზე მისვლაში?! ჩემ ტვინში გამავალ ელექტრულ სიგნალთა პრეზიდიუმის სხდომამ სრული უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ არანაირი კაიფი პუნქტუალურობაში არ არის. დონთ იუ სინქ ზეი'რ რაით?
ვიცნობ ერთს (მდედრს), რომელიც საკუთარ მამაზე იგინება, რომ ბავშვობაში სწავლაზე მეტად ვერაფერზე კაიფობდა, მერე მთელმა სამედიცინო განათლების მიღების პროცესმა სიამოვნება მიანიჭა და რომ ახლა სამსახურში ათასი ნევროზიანისა და ფსიქოზიანისათვის შვების მისანიჭებლად უდიდესი სიამოვნებით მიჰქრის ყოველდღე. ვგონებ ჯობია შეეწეროს, ვიდრე ეს სიმართლე იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საგინებელია.
მოკლედ თუ გრძლად, სამსახურში მოსვლა არ დავაგვიანე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბებიაჩემი ციალასი მივირთვი ორი დიდი კოვზით. სამწუხაროდ იძულებული ვარ მსგავსი მიქარვა კვირაში ექვსჯერ გავიმეორო. მგონი ჩემი უფროსობა იაღოველები არიან...
Read On

► შენ ამას ვერ გაიგებ, ბიძა...

2 კომენტარი

Херовое у меня предчувствие. Тут подставой пахнет...
ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამიანმა საქართველო, საქართველომ სოციალური და ეკონომიკური გაჭირვება, ამ გზით განვითარებულმა მოვლენებმა კი ისეთ ფენომენთან მიგვიყვანეს როგორიცაა მადლიანი ქართული ტკბილსიტყვიერება. ხოდა ვიცი მე, მომიწევს მომავალ ორ დღეში მთელი ჩემი ქართული ტკბილსიტყვიერების მარაგის ზოგიერთისაკენ მიმართვა, რამეთუ შინაგანი ხმა ჩამჩიჩნებს, რომ "უ მენია კრასივიე გლაზა, სრაზუ ვიდნა შტო ხაროში ჩელავეკ" და რომ "ტამ ხაროში პარენ პაგიბაეტ".
ერთი იმის ჭკუაში ჩამახედა ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში არასრულფასოვნების კომპლექსით სავსე ტომრის თრევით იტანჯება და უზომოდ დიდი ბოღმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პააააწაწინა გულით დაიარება.
მოგიტყან...
Read On

► კოსტა ხეთაგუროვი და სხვა...

3 კომენტარი

აჰაიდა აი ემ ბექო, თქვა ე.წ. ზაპაროჟეცების გარაჟების პროფილაქტიკის 22 ბოქსიდან დაბრუნებულმა რადიატორშიკმა ჰამლეტამ და ჩემი გუშინდელი ნავაჟკაცარის შეკეთებას შეუდგა. შეუდგა რომელია, ნახევარი საათი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამოცდილ ოსტატს მოეხსნა ბამპერი, რადიატორი, ამ უკანასკნელის დარტყმისაგან ჩარღვეულ ნაკერი შეეკეთებინა და ყოველივე ზემოხსენებული ისევ თავის ”საწყისი დისლოკაციის ადგილას დაებრუნებინა”. Как говорится, дело мастера боится.
მოგეხსენებათ, გარდა ზემოაღწერილისა, უამრავი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ჩემი სილვიას დაბრუნება გახარეთ.
უპირველეს ყოვლისა, მინდა გამცნოთ, რომ ფორუმ.გე ჩვენ (ანუ შუსუსუს) არ დაგვიბლოკავს. თბილისის ფორუმის დროებითი დახურვა გახლავთ შედეგი თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტის ( :მეხმაარავისთვისმიმიცია: ) პირდაპირი და უშუალო ბრძანებისა, რომელშიც იგი მოითხოვდა, რომ დაბლოკილიყო ყველა საიტი, რომლის IP მისამართი მოქცეული იყო რუსეთზე რეგისტრირებულ IP Range-ში და მაქსიმალურად შეზღუდულიყო ინფორმაციის მიმოცვლა ქართველ ახალგაზრდებს შორის, განსაკუთრებით ინფორმაციის მიმოცვლის ისეთი საშუალებით, როგორიცაა ინტერნეტი. ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რაღა თქმა უნდა, პირველ ასეთ საშუალებად ფორუმ.გე იქნა წარმოდგენილი. ამ ბრძანების შემსრულებელი გახდა თავად კავკასუს ონლაინი, რომლის სერვერზეცაა განთავსებული თბილისის ფორუმი.
ჩემის მხრივ რუსულ საიტებზე შესვლის მსურველებს გეტყოდით, რომ თქვენი სურვილი შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ პროქსი სერვერის საშუალებით.
მსუბუქად და ნამეტანი სტალინური გაწონასწორებული მეტალოპლასტმასის კილოთი ნათქვამი კი გამომდის, მაგრამ უსიამოვნოა, უსიამოვნოა რაც მოხდა. რა მოხდა? კაცმა არ იცის რა და რატომ მოხდა, გარდა იმისა, რომ ხალხი დაიხოცა და უსამართლოდ დაიხოცა. მე ის მაინტერესებს, ერთი ადამიანი როგორ უნდა წყვეტდეს, ათასობით კაცი რომ უნდა მოკვდეს.

რუსი, რუსი ფენომენია. რუსებზე უამრავი თქმულა. ბისმარკი ამბობდა, ნე ვაიუიწე ს რასიეი, პატამუ შტო ნა კაჟდი ვაშ რასშიტანნი შაგ ანა ატვეწიტ ნეპრედსკაზუემაი გლუპასწიუო, მააშ. ასიანი იყო ის კაცი. ნაპოლეონი ამტკიცებდა, რუსი რომ დიდხანს ხეხო, მონღოლს აღმოაჩენო. დაწმუნებული ვარ, ბონაპარტს ამ თეორემს დასამტკიცებელი ცდა რომ ჩაეტარებინა, აუცილებლად დარწმუნდებოდა მის სისწორეში. დიდხანს ვიფიქრე, რისი თქმა შეიძლებოდა რუსზე, იმის იმედით, რომ ისტორია ბისმარკისა და ნაპოლეონის გვერდით ჩაწერდა ჩემ სახელს, მაგრამ კაი პატიოსანი ქართული ”ერთი მაგათი დინგიანი პიდარმონი დედასაც ვღერძე”-ს გარდა ვერაფერი მოვიფიქრე. როგორ მაინტერესებს, რას იტყვის მემატიანე...
ნეტა ეხლა ლერმონტოვთან მალაპარაკა ერთი საათი მაინც :მაგასმოუ:
რუსმა თხარა თხარაო, თხარაო, თხარაო, თხარაო და მერე მიხვდა რო თხრის ტრაკი აღარ ქონდა და შეეშვაო.
რუსმა ტომრიდან გველი ამოიყვანაო და მერე მიხვდა რო ის ტომარა კაცის შარვალს გავდაო, თუ რაღაც ამდაგვარი...
ეეეჰ...
კი, ნამდვილად ფენომენია რუსი, რეგვენობით გამორჩეული ფენომენი...
ენივეიო და ბრიფლი ზისვეიო. ომი ჩვენამდეც იყო და ჩვენს მერეც იქნება. აი რუსეთი რომ კიდევ დიდხანს იქნება, მაგაზე თავს ვერ დავდებ.
ასე მდორედ მომდინარი ჩამოვიდღაბნე დღევანდელ დღემდე. ამ მიძინებისწინა ჟამს ორი ამბავი გავიგე, ერთი ცუდი, მეორე კარგი. ი ჩემი ბალღის ნათლიაი განუგმირავთ ზედ ღიპზე და აპენდიქსი მოუჭრიათ. ძიასო, რათ იცი ხოლმე ინდე ეგრე უცებ თქმაი? :უსერთაუსერი: ეს ცუდი ამბავი. კაი ამბავი: აშკარად გამოჯანმრთელების გზაზეა. :აი ვასს იუ ვერი მაჩ:
ხოდა ისე მომერია ძილი ზედ მარჯვენა ქუთუთოზე, რომ უკანასკნელი ერთი საათის მანძილზე ჩემს არცერთ სიტყვაზე პასუხს არ ვაგებ.
ძილინებისა მე, ძილინებისა თქვენ და ვ წიჩენიი ეტაი ნოჩი ვხერხე რუსის დედის... ძველია ეგ, უბრალოდ რუსებზე ადაპტირება გავაკეთე. ნამეტანი კი მომსვლია ხო იცი...



P.S.

აი ეხლა როგორ გინდა არ ხერხო ამის დედის...
Read On

► Silvia

5 კომენტარი

დაბრუნდა. პრინციპში დაბრუნდებოდა, აბა რა იქნებოდა... ისე გაუმწარებიათ ჩემი ზიზია სილვია, ისე სასტიკად გაუმწარებიათ... მაგრამ არა უშავს. უკვე სამი დღეა გრძნობს ჩემს ყურადღებასა და სიყვარულს და აზრზე მოდის. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც. ოთხ თვიანი განშორების შემდეგ ორ-სამ კვირიანი მკურნალობა და ისევ ის ჩემი ცელქი გოგო იქნება, რომელიც ადრე იყო.
როგორ მომნატრებია. ხელახალი შეხვედრისასღა მივხვდი, თუ როგორ მაკლდა. მე ცრემლები გადმომცვივდა კინაღამ და იმან ალბათ ძლივს შეიკავა თავი, რომ პარპრიზზე წყლის ჭავლი არ მიესხა. არც მე მჯეროდა და არც იმას.
დავიჯერეთ. ახლა მშვიდად, ინგლისური არისტოკრატიული ღიმილით ბამპერდამშვენებულს სძინავს. იცის ხვალ დილით გავაღვიძებ და ტორპედოზე მოვეფერები...
Read On

► Мой дядя Бенджамен

3 კომენტარი


ეჰ ძია ბენჯამენ, როგორი მონატრება გცოდნია... მონატრება რა, პრინციპში არც მენატრები ხოლმე, უფრო მჭირდები. ხო ხო, დაიწყე ეხლა, თუ არ დაგჭირდი არც მომიკითხავო. კაცო, როდის ერთხელ გითხარი არ მოხვიდე მეთქი? ხო იცი რო ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, განსაკუთრებით მაშინ როცა პიროვნების გაბევრება გემართება(შენ ეს სენი ძალიან გიხდება). შენი გამოჩენა ყოველთვის მიხარია. შენში განსაკუთრებით იცი რა მომწონს ძია ბენჯამენ? სადაც შენ ლაპარაკობ და შენ სიტყვას ამბობ, იქ ყველაფერი ისე გამოდის და გვარდება, როგორც შენ გინდა. ეგ შენი ღრმა, ჭკვიანი თვალები და ოდნავი ღიმილი ისეთ დამაჯერებლობას ანიჭებს თითოეულ შენს მიერ გამოთქმულ აზრს, რომ იჭვნეულობის მანიით ყველაზე შეპყრობილი ადამიანიც კი ვერ აღუდგება წინ შენს მომხიბლელობას... არასოდეს მითქვამს შენთვის ხმამაღლა, მაგრამ მშვიდად მაშინ ვარ, როცა შენ ჩემთან ხარ. არა ძია ბენჯამენ, სიცისფრე ჯერ არ შემპარვია და ვაჟ-ვაჟური, ან თუნდაც სხვა ნებისმიერი სახის სიყვარულით ნამდვილად ვერ მიყვარხარ, მაგრამ რაღაც თბილი გრძნობა გამაჩნია შენს მიმართ, ისეთი ტკბილი ხარ, ისეთი მშობლიური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დროულად მოდიხარ ხოლმე, არადა უდროვოდ შენი მოსვლისთვის, ხომ იცი, არასოდეს არაა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მუდამ ტკბილი ხარ და მშობლიური. ნუ იკარგები ძია ბენჯამენ, გამოჩნდი. ახლა ისე მინდა რომ მოაკაკუნო ჩემს კარზე არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად პიროვნებაგაოცდაათებულმა, ისე მინდა რომ ვერ აგიხსნი. მჭირდები ძია ბენჯამენ, ოცდაათი მჭირდები. მინდა ზეგ დილას აუცილებლად ჩემთან იყო. გამოჩნდი გთხოვ და პირობას გაძლევ ორ კვირაში შენს ოცდაათივე მეს ზუსტად იქით გავუშვებ საღსა და სალამათს, საიდანაც მოვლენ. გემუდარები ძია ბენჯამენ, არ დამაღალატო, შენზეა ჩემი მომავალი დამოკიდებული. პატივისცემა ჩემზე იყოს, ხომ იცი, ჩემგან არავის დაკარგვია! იმედი მაქვს წერილს დროულად მიიღებ და დროსა და სურვილს გამონახავ ჩემს დასახმარებლად. წინასწარ დიდი მადლობა. თუ ვერ მოახერხო ძია გრანტს თხოვე შენს მაგივრად მოსვლა, უბრალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების გასამოცების შეტევა ექნება (მასაც ძალიან უხდება ეს სენი, უბრალოდ შენთან ვერ მოვა). გელი ძია ბენჯამენ.

პატივისზედბეჭდვით, ბეთხოვენა

P.S. არადა სულ ცოტა ხანშიც კი როგორ ძლიერდება შენი მონატრება ჩემში...
Read On

► Cisco Reloaded

3 კომენტარი

რატომღაც ძალიან ვიყავი იმაში დარწმუნებული რომ ამ სახელის გაგონება სულ უფრო და უფრო იშვიათად მომიწევდა. მეგონა აღარასოდეს მომიწევდა კონსოლის ცისფერი კაბელის მიერთება ჯერ კომპზე და მერე ცისკოს აპარატურაზე, აღარასოდეს გავუშვებდი პატიოსან SecureCRT-ს და აღარასოდეს ავკრეფდი პირველ ბრძანებას "en". Не тут-то было...
პრინციპში მომნატრებია (შენი გზა და ბილიკები ფაიზაღი არ მომნატრებია, ცისკოს ვგულისხმობ). რამოდენიმე საათში თავზე საყრელი ოდენობით რაუტერებისა და სვიჩების პირისპირ აღმოვჩნდები დაუნდობელ ბრძოლაში და იარაღად ვინდოზითა და რაღა თქმა უნდა ჩემი საყვარელი SecureCRTთი აღჭურვილი ლეპტოპიღა მექნება. იმედია დიდხანს გასტანს ჩემი და ამ სან-ფრანცისკოელი საოცრებების ველური სექსი, რომელიც აუცილებლად N რაოდენობით ციფრულ ორგაზმს მიანიჭებს ჩემს პროფესიულ თავმოყვარეობას...
ჯონ ჩემბერსი იყოს ჩემი დაპროექტებულ-დაკონფიგებული ქსელების მფარველი და მისცეს უფროსობისაგან მოწონება, ასწლიანი აფტაიმი და რაღა თქმა უნდა მაქსიმალურად ნაკლები თრაბლშუთინგის მომთხოვნი მეინთენენსი. ამინ კი არა და ლოგ ინ!
Read On