► უსათაუროდ (ანუ მადლьობა)


თქმას ვერ ვახერხებ. ათას ადამიანს მინდა დაველაპარაკო და პატიოსანი ქართული ლექსიკონიდან (რომელშიც იშვიათად თუ აქვს ერთსა და იგივე სიტყვას ორი და მეტი მნიშვნელობა) ვერა სიტყვა ვერ ამირჩევია, სიტყვათწყობას რომ თავი დავანებო. მაგრამ, როცა იქნება, ხომ უნდა ვთქვა?!
ოცდაოთხი (ბლя), ოცდაოთხი წელი შესრულდება მოკლე ხანში, რაც ამ ”არვიციროგორ” დედამიწაზე ყოველ საღამოს თვალს ვხუჭავ და ყოველ დილას ვახელ (ისევ და ისევ ბლя) და ისევ ისეთი ”არვიციროგორი” დარჩა როგორი ”არვიციროგორიც” იყო (და ბლя სამობით არისო (ერთ აბზაცშიო)).
რა უნდა ვქნა, ვერ გავერკვიე. რა უნდა ვქნა იმისთვის, რომ მივხვდე რა უნდა ვქნა?! არა, ერთი კითხვა რიტორიკულად ჟღერს... იქნებ კითხვათა წყვილის წარდგენით ვიპოვო პასუხი. რიტორიკულ კითხვას ”რა უნდა ვქნა” თუ დავუმატებთ ასევე რიტორიკულ კითხვას ”რაღა არ მიქნია”, პირველი მათგანი შევა აუცილებლად კონკრეტულთა და პასუხგასაცემთა სიაში.
დააკვირდი:
”რა უნდა ვქნა?!” - ნამეტანი რიტორიკულია
”რაღა არ მიქნია და რა უნდა ვქნა?” - ფრიად დაკონკრეტდა ინტერესი, მაგრამ აწ უკვე არაქართული ლანგუაგეს ნაშობი წინადადება ჭამს. ამ კითხვის პირველი პასუხი, რაც თავში მომდის, არის ”не хера себе вопросы”. წრეა, ჩაკეტილი, ქართულ-რუსული წრე(სსრკ-ს დროს ამას ალბათ სამამულო წარმოების სწრაფ, იაფ და ხარისხიან წრეს დაარქმევდნენ).
როგორ მინდა ხოლმე ხანდახან ჩემ წინ დადგეს სახე, რომელიც თბილად გამიღიმებს და კითხვაზე მიპასუხებს ფრიად კონკრეტული პასუხით, რომელიც თემატურად, მიზნობრივად და რაც მთავარია ასოთწყობით განსხვავდება სიტყვისაგან ”დაანძრიე” (ესაც კი არავის უთქვამს ჩემთვის, ნძრევაც ჩემით ვისწავლე).
მოკლედ...
ახლა ეს აგრესია კიდე... ერთი პერიოდი ფროიდს დავუჯერე (ქალაქში განავალი კაცია და ეცოდინება მეთქი) და ვიფიქრე, ეგება მეტი ვიღერძაო და გამიაროს მეთქი. შეეენც არ მომიკვდე და მომეტყნე. ლამის იყო და ინსტრუმენტი ხმარებაში ბუნებრივ (კი არა და გადატვირთვისაგან) ცვეთას შევწირე, მარა არ გაყვა. ისიც კი წარმოვიდგინე, როგორ ყავდათ ჩემ სპერმატოზოიდებს დაჭერილი ჩემი აგრესია, როგორ ძალით მიათრევდნენ და როგორ გადაინაცლეს ჩემი სათესლე ჯირკვლებიდან (არაჩემ) ვაგინაში (პირდაპირი რეისით და ჩემი ურეტრის გავლით რა თქმა უნდა), მარა კიდევ და კიდევ არ მომიკვდე, არ მომეტყნე და დამრჩი უბიწო, არაფერი მეშველა. მე თუ ხელ-ფეხი არ ვიქნიე და პირის აპარატი ხშირად არ დავძაბე ისეთი რთულად წარმოსათქმელი ბგერათწყვილის თქმით, როგორიც არის ”ტყ”, არ მიდის ჩემგან ჩემი აგნესა (საკუთარ აგრესიას დავარქვი ასე)...
ადრე იყო ხოლმე, ძალიან დარწმუნებული ვიყავი ჩემ თავში და ბევრი რამე ვისწავლე, მეგონა. კი მარა, თუ ვისწავლე, ერთი და იგივეს როცა ჭამ, მწვადი, ხინკალი და ხაჭაპური მოგბეზრდება კაცს, ეს ერთი და იგივე მძღრენის ჭამა რით ვერ მოვიშალე?
სათვალავი ამერია უკვე რამდენი სული ХуйManი (ჰუმანი ანუ) დაიარება ამ ქვეყანაზე, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია თქვას, რომ ჩემგან იმედი გაუცრუვდა, რომ ჩემი ნდობა არ შეიძლება, რომ ეგო ჩემში ისეთი ძლიერია, როგორიც არავისში და რომ ჩემი თავის იქით ვერ ვიყურები. კაცო, გაიკეთოს ყველამ თავისი ნდობა და ჩემო ეგოს სიამაყე იყოს იმათ ჯანში, ვისაც გონია რომ მათში ეგო ყველაფერზე ძლიერი არაა. მარა რისთვინა, კაცო, რისთვინა? © გოგი-ბიჭო (საგურამოს 70 წლის მაცხოვრებელი, მრავალთა შორის ერთი, ერთადერთი და განუმეორებელი).
ელოდები კიდე, ელოდები, ელოდები, ელოდები და რა? რა, რომ ელოდები? არც არაფერი, ან ის მოვა რასაც არ გინდა რო ელოდო და ან ისევ ელოდები ელოდები და ბოლოს ისე გამოვა, რო სიკვდილს ელოდები, რომელსაც ასევე არ გინდა რო ელოდო.
ბორბალი. არც ბედის, არც ეშმაკის, ჩვეულებრივი პატიოსანი ბორბალი, დისკი თავის საბურავით, ”ზიმა-ლეტა” 100%იანი. აი მიდიხარ და გინდა, რომ იყიდო ჩვეულებრივი საბურავი, იმისთვის რო გქონდეს ნორმალური ბორბალი ნორმალური დისკით და ნორმალური საბურავით. ყიდულობ და იმაშიც გაგოიმებენ კაცო, გაივლი 10 კილომეტრს და დაიდებს ბაბონს. მიიტან, ეტყვი ბრაკიაო და ერთი საათი აკვირდებიან და ეჭვის თვალით გიყურებენ. ბოლოს შენ ბოროტი სახით და საბურავს უგემური სახით დახედავენ და გეტყვიან, ”ბრიჯსტოუნი” აღარ არი ბრატ, აი ”კონტინენტალები” წაიღეო. იწყებ გინებას და რატო ახლა: კი აქვთ ბრიჯსტოუნი, მარა იმ იმედით, რო ერთ კონტინენტალს რო აიღებ, დანარჩენ ბრიჯსტოუნსაც კონტინენტალში გადაცვლი და მაყუთში მოგიგებენ იმდენს, რო ერთი ბრაკის მაყუთი ამოაგდონ, გაგოიმებენ და გეუბნებიან აღარ მაქო. გა-გო-ი-მე-ბენ ( ბლя ). და ვერც გაგოიმებენ, ბოლოს ”დიდი ძებნის მერე” მიაგნებენ ბრიჯსტოუნს. რისთვინა კაცო, რისთვინა, რისთვინ უნდა გაგინებინონ თავი და რატო არ უნდა გეძინებოდეს მერე სახლში იმ ფიქრით, რო ”საწყალი დაჩაგრე”. აბა ეხლა წარმოიდგინე ბედის ბორბალი რო იდებს ბაბონს, ვისთან უნდა მიხვიდე გამოსაცვლელად და რამდენი უნდა იგინო რო გამოგიცვალოს. პრინციპში ან გამოგიცვლის და ან არა. კიდე კაი ეშმაკის ბორბალს მაინც არ უჩნდება ბაბონები...
არავინ არ ფიქრობს ჩემ ინტერესზე, ისევე როგორც მე აღარ ვფიქრობ სხვისაზე. იქნებ მე როცა ვფიქრობდი, მაშინ სხვაც ფიქრობდა ჩემსაზე, უბრალოდ მე გამომეპარა მისი ზუსტად ისე, როგორც იმას ჩემი? ეგრეც იქნება, დარწმუნებული ვარ...
”მადლობა”. არანაირი მადლიერება და მადლიერების გრძნობა. უბრალოდ სიტყვა ”მადლობა”. მარტივად, მარტივად ვუყურებთ ყველაფერს. ვთქვათ არ ვითხოვთ მადლიერებას (არადა იშვიათობაა, ყველას გვინდა ვინმე მადლიერი დაგვრჩეს), ხო შეიძლება მარტივი ”მადლობა” გავიგოთ? ხანდახან ქუჩაში ტაქსის გააჩერებ და ვიღაცას დაუთმობ და ის გეუბნება მადლობას, მარშრუტკაში (სამარშრუტო ტაქსი არა სლე) ვინმეს ადგილს დაუთმობ და იმისგან ისმენ მადლობას. ამ ”ერთ ტრუსიკში გაზრდილებს” და ”ჩემი ისეთი ძმაა და დაა რო ჩემ თავზე მეტად მიყვარს” ხალხს რაღა გვეტაკა? ”მადლობა”, ბლя, ”მადლობა”. ჩვეულებრივი სიტყვა, თუნდაც მადლიერების გრძნობას მოკლებული. ბლя once more, კაცს რო ახლობლისგან პირფერობა და ტყუილი მოგენატრება.
”ურთიერთგაგება და პატივისცემა, პაპიკოსი, ურთიერთგაგება და პატივისცემა უნდა იყოს ოჯახშიც და ყველასთან, ვისთანა ურთიერთობა გვაქ”. ეს არი ჩემსკენ მიმართული სიტყვები, რომლების მოსმენაც შეიძლება ნებისმიერ სუფრაზე, რომელსაც მე და პაპაჩემი (მამაჩემის მამა) ვესწრებით. ამ სიტყვების მიმართულება, ალბათ მიხვდი, ასეთია : პაპაჩემის პირი > ჩემი ყური. კაი კაცია პაპაჩემი. ოჯახი უყვარს ძაან, ცოლი, შვილები, რძლები, შვილიშვილები. მარა პაპაჩემი არაფერ შუაში არაა ახლა. ის კაცი რასაც ამბობს, იმას ასრულებს კიდეც. ურთიერთგაგება და პატივისცემა. რა არი კაცო, გვიჭირს? ურთიერთგაგება ალბათ იმას გულისხმობს, რომ ახლობელმა შარშიც კი რო გაგხვიოს (უკიდურეს შემთხვევას ვამბობ, თორე ბევრს გულისხმობს ისე) იმის მდგომარეობიდან შეგეძლოს შეხედვა მისი საქციელისთვის, ხვდებოდე, რომ შესაძლებლობები ვერ გათვალა და ამიტომ მოუვიდა და არა ბოროტი გულის გამო, დრო მისცე, რაც არ უნდა დროში იწვებოდე. ამას ქვია ახლობლური და თბილი ურთიერთგაგება, ”შინაურის დახრჩობა არ იქნება, თედო”-ს პრინციპი, პატივისცემა კიდე იმით უნდა გამოხატო, რომ, თუ უკიდურესი საჭიროება არ არსებობს, არც შინაურს და არც გარეულს თავი თავმოყვარეობაშელახულად არ აგრძნობინო, არც სიტყვით, არც საქმით. მაგრამ ამ საქმეს ჭირდება, რომ ჩვენ თვითონ გვქონდეს თავმოყვარეობა, რომელიც აღარ გვაქვს. არავის ვცემთ პატივს და არავისი გვესმის, იმიტომ რომ გულყრუები ვართ და უთავმოყვარეოები. რატო ვართ მაგდენი აღარ ვიცი, ალბათ ასე უფრო მარტივია და იმიტომ.
არადა სიმარტივისკენ მარტო მაშინ ვილტვით, როცა გვაწყობს. ხანდახან გართულება გვაძლებს ხელს და ვართულებთ. სიტუაციის მიხედვით ვიქცევით. არადა ამას ხო იცი რა ქვია? მედროვეობა და მეამინდეობა, რომელიც ყველანაირ მორალს მოკლებულია. ეს რა პარაშა ბრიგადა ვართ, რომელ მორალზე მაქვს საუბარი, როცა ვართმევთ იმას, რისი წართმევის უფლებაც მხოლოდ მას აქვს, ვინც მისცა და ვინც არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ... კიდე ერთი რიტორიკული შეკითხვა ”რა გვეშველება...” რომელიც ვეღარ იქნება რიტორიკული თუ გავცემთ პატიოსან მარტივ პასუხს ”დაიკიდე”. გვკიდია რა, ყველაფერი რო გვკიდია ამის ბრალია...
მადლობა ბატონო, მადლობა. ყველას დიდი მადლობა ვინც ჩემ მადლიერებას იმსახურებს და არ იმსახურებს. მადლიერების გრძნობით გაჟღენთილ მადლობას გეუბნებით და არა იმიტომ, რომ მე ოქრო ვარ, არა. მეც ისეთივე გადასამუშავებელი ნაგავი ვარ, როგორიც თქვენ, უბრალოდ ჩემსა და თქვენს შორის ის განსხვავებაა, რომ მე ვფიქრობ თქვენ ინტერესებზე (ჯერ კიდევ, სადღაც ბჟუტავენ ეგ ფიქრები). კიდევაც გაპატიეთ ყველაფერი და ეცადეთ აქეთაც მაპატიოთ.
სიყვარულის დედაც მოვსტყან იმ ასპექტში, რომ ბევრი არ იმსახურებს და მაინც გიყვარს. მაგრამ მეორეს მხრივ ამაზე არ ფიქრობ, როცა ვიღაცას უხარიხარ, ვიღაც გიხარია, როცა ღამე ზემოთ აღწერილ ფიქრებში გართული გვერდს იცვლი და დაინახავ ადამიანს, რომელიც სუნთქავს, სუნთქავს შენით და შენთვის, რომლისთვისაც და რომლითაც შენ სუნთქავ, რომელსაც ენდობი და რომელიც აუცილებლად გენდობა, რომელთანაც შეგიძლია იყო გიჟი და იგიჟო მშვიდად, აუჩქარებლად და ყოველგვარი შიშის გარეშე, რომელსაც ხელს დაადებ გაბერილ ღიპუცაზე, საიდანაც ვიღაც (ცელქზე უფრო ცელქი) მორზეს ანბანით გეტყვის ”ოქტომბერში, ოქტომბერში მოვალ და მერე ნახე შენი ტყავის ბრალი”. ღელავ სიყვარულით, ღელავ ბეედნიერებისგან...
ოცდაოთხი წელია ამ ქვეყანაზე დავიარები, ვერ გავიგე რა ვქნა, ვერც ის გავიგე ეს ქვეყანა როგორია და როგორ ავხსნა ”არვიციროგორის” იარლიყი, კიდევაც უამრავი კითხვა მაწუხებს, მაგრამ სიმშვიდე სად არის ვიცი და ვიცი როგორ მივიდე მასთან.
ალბათ არავის არ უთქვამს ის, რასაც ამ აბზაცში ვამბობ, მაშინ როცა მადლიერება, ურთიერთგაგება, პატივისცემა, თავმოყვარეობა, საბურავები და მათი გამყიდველები იყო მისი საუბრის თემა და ყველა ალბათ ლურჯ ცაზე, ლამაზ მინდვრის ყვავილებზე, ლამაზ თვალებზე და მდდუღარე გულზე ფიქრობდა, მაგრამ გაგიკვირდება და მიყვარხარ, ისე როგორც არავის არავინ ყვარებია, ეს გზა გავიარე შენამდე, ამ გზაზე მივდივარ ახლაც და მაპატიე, რომ ამ გზაზე დაგაყენე შენც, მაგრამ მაინც მიყვარხარ. მადლობა, რომ გამომყევი იქ სადაც მე თვითონ მეშინოდა მისვლის, მადლობა, რომ ძალა მომეცი, მადლობა, რომ იმედი მომეცი, მადლობა, რომ მომეცი ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი. მაპატიე, რომ გაგიმეტე, მაგრამ მიყვარხარ. ერთადერთი სიტყვა, რომელიც შემიძლია გითხრა მთელი ქართული ლექსიკონიდან. სიტყვა რომელიც ესოდენ მახინჯი ბგერებისაგან შედგება და რომელიც ამქვეყნად ულამაზესია, იქიდან გამომდინარე, რომ ულამაზეს გრძნობას გამოხატავს, რომელიც შენია, შენი და მეტი არავისი. მიყვარხარ იმიტომ რომ მიყვარხარ, მაშინ როცა მიყვარხარ, იქ სადაც მიყვარხარ, ისე როგორც მიყვარხარ, ყველგან და ყოველთვის მიყვარხარ, მთელი არსებით მიყვარხარ.



P.S. აუცილებელი არაა დამთავრდეს ისე, როგორც დაიწყო და ზოგადად დამთავრება არაა აუცილებელი (არც სასურველი).
P.P.S. მაინც ვერ ვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა და ისეთი პირი უჩანს, ვერც ვერასოდეს ვიტყვი...



###გადმოიწერეთ ჩვენი ცხოვრების საუნდტრეკი###




0 კომენტარი: