► პარანორმალური მოვლენები: ტაქსისტი

6 კომენტარი

პროლოგი:
დღეს გახლავთ რვა მარტი. რემოუტით გილოცავთ საიბერ სივრცეში ყველას, ვისაც ერთხელ მაინც ონლაინ რეგისტრაციის ფორმაში Gender-ში Female მოუნიშნავს, განურჩევლად სქესისა.
ზოგადად ხშირად მიჩნდება ხოლმე სურვილი და ვაკვირდები ყოველდღიურობაში არსებულ ისეთ ფენომენალურ, შეიძლება ითქვას, პარანორმალურ მოვლენებს, რომლებსაც ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს. არადა კაცი რომ ღრმად დააკვირდეს, ფრიად უჩვეულო და საოცარ სამყაროში შეიძლება მოხვდეს.
თაბუკაშვილის ქუჩაზე (ნატოშას მეზობლად) ერთი იურიდიული კანტორის სართულზე თავის დროზე არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც კლიენტებს თავაზობდა ავტოსაევაკუაციო სერვისს. ერთ წვიმიიან დღეს ზემოხსენეულ იურიდიულ კანტორაში მომიწია შერბენა და , ჰოი, საოცრებავ, იურისტმა ევაკუატორების ოფისის თანამშრომელი, ფრიად სერიოზული ჰაბიტუსის მქონე და რაც მთავარია ყოფილი ფ(ეს ფ დიდი ასოა)ეხბურთელი ვინმე დ. გამაცნო. ამ უკანასკნელს ზუსტად 15 წუთი დაჭირდა იმისათვის, რომ "დავერწმუნებინე" მის მაღალერუდირებულობასა და სიტყვაგონიერებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ მის აზრებზე, რომლებიდანაც, მისი თქმით, მხოლოდ 2-3 პროცენტს აჟღერებდა ხმამაღლა.
პირველი "მიღწეული" მიზნის შემდეგ დ.-მ მეორე მიზნად დაისახა მისი სასიყვარულო ისტორიის განდობა და მინდა გითხრათ, ფრიად წარმატებით და რაც მთავარია ლაკონურად განახორციელა დაგეგმილი. "მყავდა შეყვარებული და მეჩხუბა. აღარ მიყვარხარო, მითხრა. დავშორდი გუშინწინ. მენატრება მედეა".
მე და ჩემმა მეგობარმა ლევანმა, რომელიც თან მახლდა და რომელიც დ.-ს ჩემზე ადრე იცნობდა, ვიგრძენით, რომ ცინიზმი ჩვენი მოგონილია და ამის დასამალად ლევანმა დასვა ერთი საბედისწერო კითხვა: "და... რო შეურიგდე".
აქ დაიწყო ყველაფერი. აქედან გაძლიერდა ჩემი ინტერესი პარანორმალური მოვლენებისადმი. დ.-მ ღრმად ჩაისუნთქა, მაზუთიანი ფრჩხილები გასაპარს სახეზე მოისვა, მზერა ლევანს გამჭოლად და მტკივნეულად გაიყარა თვალებიდან კეფამდე და ხმადაბლა წარმოსთქვა (ვახდენ ტექსტის არა ციტირებას, არამედ გასაგებ ენაზე ჩვენი ტვინებისათვის ადაპტირებას):
-არასოდეს. არ არსებობს... სურვილიც რომ მქონდეს... იცი, არსებობს ადამიანების რამოდენიმე ძალიან საინტერესო კატეგორია. 1. პირველკლასელები, მარტო ისინი არიან პირველკლასელები; 2. პირველკურსელები, მარტო ისინი არიან პირველკურსელები; 3.ტაქსისტები, მარტო ისინი არიან ტაქსისტები უამრავ მძღოლს შორის; და ბოლოს, 4. არსებობს მედეა ჯაგაევი...
ამის შემდეგ დ.-მ თავი დახარა და იმედგადაწურული გაემართა ოთახის გასასვლელისაკენ...
სიმართლე გითხრათ ამ ახალგაზრდის სიბრძნემ ისე განგვაცვიფრა, რომ მთელი დღე დადუმებულნი დავდიოდით.
დღეს ჩემი საუბრის თემა ნამდვილად არ გახლავთ ეს მართლაც რომ გენიალური ამბავი, არც მისი მთავარი მოქმედი პირი და არც მედეა ჯაგაევი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემი, ღრმად რომ ჩავიხედოთ, ჩემი პარანორმალური მოვლენებისადმი ინტერესის მიზეზი გახდა. დღეს მე მინდა ვისაუბრო ისეთ ფენომენზე, როგორიც არის ტაქსისტი... (დუმც-ტა-ტუმ-ტა-ტუმ-ტა-ტუმ-ტა, ტააა-რააა-რააა-რააა-რაააააააააა, დუმც-ტა-ტუმ-ტა-ტუმ-ტა-ტუმ-ტა (ეს ისე X-Files-ის საუნდრეკი გამახსენდა).


ნაწილი პირველი: დაბადება
ტაქსისტი, ჩემო კარგებო. რატომ არ გაუჩნდა ადამიანს სურვილი ძირფესვიანად გაცნობოდა ამ შესანიშნავ მოვლენას. მოვლენაა, აბა რა. ტაქსისტი მთელი ცხოვრებაა. მთელი სამყარო.
რატომ ინტერესდება კაცობრიობა უცხოპლანეტელით და რატომ რჩება უყურადღებოდ ის რაც ცხვირწინაა. ალბათ იმიტომ რომ ეს შესანიშნავი მოვლენა არ არსებობდა ოდითგან...
ტაქსისტი დაბადა დრომ და საჭიროებამ. უძველეს დროში არა, მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე უკვე იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი პირუტყვით გადაადგილების სერვისს სთავაზობდნენ სხვებს, რაღა თქმა უნდა ფულის სანაცვლოდ. მიუხედავად იმისა, რომ პირუტყვი არ განვითარდა და დარჩა ისეთივე, როგორიც შექმნა ბუნებამ, განვითარდნენ მისაბმელები და თქვენის ნებართვით პირდაპირ გადავიდოდი, მე-17 საუკუნეში საფრანგეთსა და ინგლისში უკვე გამოჩნდნენ ტაქსები, შესაბამისად ტაქსისტები.

ნაწილი მეორე: განვითარება
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ავტოკონცერნის დამაარსებელმა გოტლიბ დაიმლერმა პირველი თანამედროვე ტიპის, ტაქსომეტრით აღჭურვილი ტაქსი შემოიტანა ბაზარზე. მას შემდეგ ტაქსების განვითარება საავტომობილო ბიზნესის განვითარებასთან ერთად მოდის. ტაქსიმ და მასთან ერთად ტაქსისტმა, უამრავი რამ გამოიარეს. იყო დრო, როდესაც ტაქსისტი ასრულებდა ფოსტალიონის ფუნქციას და ა პუნქტიდან ბ-ში გადასცემდა ინფორმაციას, იყო დრო, როდესაც ტაქსი ერთგვარი იაფფასიანი სასტუმრო იყო და უკანა სავარძელი ნომრის ფუნქციას ასრულებდა. მოკლედ ეს ამბები ყველამ კარგად ვიცით და კვლავაც შემდეგი:

ნაწილი მესამე: თანამედროვე ტაქსები და ტაქსისტები
საავტომობილო ბიზნესის სწრაფი ტემპით განვითარებამ ბოლო მოუღო ილუზიას, რომ ადამიანი მუდამ დამოკიდებული იქნებოდა ტაქსიზე(არადა ეს უკანასკნელი ნამდვილად არსებობდა მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში). მიუხედავად ამისა ტაქსისტები დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ადმიანის ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში თუ არა, კვირაშიერთდღიურობაში მაინც და ასევე ადამიანის ნერვებზეც დიდი ფართი აქვთ დაკავებული. ერთ დროს კეთილი, ოფიციალური გარაჟიდან გამოყვანილი ყვითელი გაზ 24-ის მძღოლი, კაი მოქეიფე, დომინოს მოთამაშე, მანქანაში მრიცხველის ჩვენების ამრევ-დამაჩქარებელი და სამანტიროვკო სპორტის დამსახურებული ოსტატი, ძია არარატა დღეს გასაცოდავებულ გოლფ 3-ზე (საცოდაობაა 24ის მერე, აბა რა) ზის და დელისიდან მელიქიშვილზე გაყვანისთვის 6 ლარს ფეხს არ უცვლის... ამ ნაწილის გაგრძელება თქვენი ფანტაზიისათვის მიმინდვია.

ეპილოგი: ზოგადი ისტორიის შემდეგ, მინდა ჩემს მიერ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გაკეთებული რამოდენიმე სიბუექტურრი დასკვნა შემოგთავაზოთ ტაქსისტების შესახებ:

1. "კარგი" ტაქსისტი მუდამ სამი ლარით მეტს ამბობს და ორი ლარით მეტს გართმევს, ვიდრე ღირს;
2. "კარგი" ტაქსისტი მოითხოვს ძვირს თუ ვაჟი მანდილოსანთან ერთად მისი მომსახურებით სარგებლობას ასრულებენ და წინასწარ არ შეთანხმებულან ფასზე;
3. "კარგი" ტაქსისტი ყოველთვის შიშობს, რომ გზის დასრულებისთანავე მას თანხას არ გადაუხდიან, ამიტომ თუ არ მოითხოვს, გულში მაინც ურჩევნია წინასწარ გადაუხადონ;
4. "კარგი" ტაქსისტი ყოველთვის იძვრენს თავს, თუ ავარია მოსდის და მისი ბრალია;
5. "კარგი" ტაქსისტი ყველა თანამედროვე ქვეყანაში, ინგლისის, რუსეთისა და ავსტრიის გარდა ყოველთვის ყველაზე ცუდი მძღოლია და ყოველთვის მეტს არღვევს, თან ისე, სხვას რომ ხელი შეეშალოს;
6. "კარგი" ტაქსისტი "არასოდეს ტყუის"
7. "კარგი" ტაქსისტი ყოველთვის თვითონ იწყებს ლაპარაკს, თუ მგზავრი არ დაუწყებს;
8. "კარგი" ტაქსისტი მათრახს და მანტიროვკას არ დაირტყამსო (ქართული სიბრძნე);
9. "კარგი" ტაქსისტების თავზეც გავიარე;
10. სემი ნასერი ცხოვრებაში ტაქსისტი ნამდვილად არ არის;
11. და ა.შ.

უამრავი შეიძლება ითქვას ტაქსისტებზე. უდიდესი, უგენიალურესი და მართლაც რომ პარანორმალური ფენომენია. დ. ვერც კი წარმოიდგენდა, რამდენი თქვა სიტყვებით "ტაქსისტები, მარტო ისინი არიან ტაქსისტები უამრავ მძღოლს შორის"....

P.S. მერე და როგორ არ მევასსებიან...
Read On

► Jeff Buckley - Hallelujah

0 კომენტარი



ეს კაცი რო გენიოსი არ ყოფილიყო ეს სიმღერა იქნებოდა ისეთივე ბანძი როგორიც შექმნეს...
Read On

► ა'მ ბექ

2 კომენტარი

- აი მე რო შენი გამომრთავის დედის ხახაში შე... - თქვა ბოროტმა პლასტმასშიკმა აშოტიკამ და აბაზანაში გასაპნული შუქისა და წყლის გარეშე საკუთარი შიშველი სხეულის ამარა დარჩა...



---------------------------------------------------------



იმ თბილისში, რომელიც უგემოვნოდ მორთულ ნაძვის ხეს მაგონებს ხოლმე, ახლა ზუსტად რვა საათი და 37 წუთია და ვცდილობ დავბრუნდე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვინც ცდილობს, იმას ყოველთვის არ გამოსდის, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფები.
ფრიად მნიშვნელოვანი პაუზის შემდეგ გუშინ 1001 ბლოგის გამზირზე ვისეირნე და გადავწყვიტე ჩემი ოთახნახევრიანი, სუფთა, სანტექნიკაშეცვლილი, მაგრამ მაინც ხელშესავლები ბინა ოდნავ შემერემონტებინა და კვლავაც მასში გადავბარგებულიყავი.
ბოლო დროს უტილიტარული სტილი მიზიდავს, აი ისეთი, მთლად ტექნოც რომ არ იყოს... მოკლედ ღია ფერის კედლები, ძირს დაყრილი უზარმაზარი ბალიშები, ტელევიზორი, მარტივი, ღია ხისფერი ავეჯი, ბევრი ლუდი მაცივარში და ა.შ. მოკლედ სინათლე მომაკლდა, სინათლე. შესაბამისად 1001 ბლოგის გამზირზე ჩემი ბინის კედლები ღია ფერში შევღებე...
მოკლედ. პირველი რაც მინდა შემოგთავაზოთ, არის 2008 წლის ჩემეულ ნომინაციებში გამარჯვებულთა სია, რა თქმა უნდა ჩემი შედგენილი და ფრიად სუბიექტური, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი. კონკურსს თქვენის ნებართვით და ჩემის დიდი სურვილით ოქროს ფლოსტი დავარქვი.
მაშ ასე, ჩემო იმანოები, ოქროს ფლოსტი 2008!

ნომინაციაში "წლის ყველაზე ბედნიერი დღე" გამარჯვებისათვის ოქროს ფლოსტი გადაეცა 6 ოქტომბერს. ამ დღეს ქვეყანას მოევლინა ნატალი გიორგევნა.

ნომინაციაში "წლის პროგრესი" გაიმარჯვა ჩემი დასაქმების ფაქტმა.

ნომინაციაში "წლის ცოლი" გაიმარჯვა და პრიზი გამოუცხადებლობის გამო ვერ მიიღო ჩემმა მეუღლემ.

ნომინაციაში "წლის მეგობარი" ოქროს ფლოსტი მიიღი თენგიზ ბაქრაძემ. მევასება ეგ როჟა.

ნომინაციაში "წლის გზირიშვილი" ოქროს ფლოსტს დაეპატრონა მიხეილ გზირიშვილი. მენდეთ და მერწმუნეთ ამ ჩემ აზრს რაც არ უნდა სუბიექტური ეძახოს კაცმა, მაინც ობიექტურია.

ნომინაციაში "წლის პოხუისტი" გამარჯვება მოიპოვა ბექა (ბაქარ, ბაკურ, ნოქარ) გიგაურმა. მან შესძლო და თავისი პოხუიზმი კიდევ უფრო განამტკიცა იმით, რომ სამსახურის ტაბელზე ხელი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მოაწერა. მე მას მხოლოდ 8 ხელმოწერით გავუსწარი.

ნომინაციაში "წლის სიდედრი" გამარჯვება ვერ მოიპოვა ვერავინ, რამეთუ სიდედრი მაინც სიდედრია.

ნომინაციაში "წლის აფერისტი" გამარჯვება მოიპოვა მან, ვინც გარანტიას ვიძლევი, შემდეგ დაჯილდოვებას ვერ მოესწრება.

ნომინაციაში "წლის სულელი" გაიმარჯვა თქვენმა მონა-მორჩილმა.

ნომინაციაში "წლის ყველაზე მონატრებული მეჯვარე და ნათლია" გაიმარჯვა ნატოშამ და თუ ნახავთ გადაეცით, რომ პრიზის წასაღებად მაინც მოვიდეს, სხვა თუ არაფერი. ეგაც მაგრა მევასსება ისე.

ნომინაციაში "წლის ლოთი" პრიზს დაეპატრონა ალექსანდრე პაპაშვილი. მან წარმატებით მოახერხა 17 კომპლექტი სერვერის დათვლა-გატარება და ამასთანავე ალკოჰოლით გაჟღენთვა.

ნომინაციებში "წლის სვანი", "წლის თამადა", "წლის ქვისლი" და "წლის პატრულის თანამშრომელი" ოქროს ფლოსტი მიიღო ჩემმა ქვისლმა, თამადამ, სვანმა და პატრულის თანამშრომელმა სოსო ჩორგოლიანმა. (ოღონდ არ უთხრათ).

ნომინაციაში "წლის ყლეობა" გაიმარჯვა აგვისტოს ომმა.

ნომინაციაში "წლის პატრიოტი" ოქროს ფლოსტი ჩაიცვა გიორგი უსანეთაშვილმა. მან Ghost Recon-ის თამაში თბილისის ქუჩებიდან დაიწყო და მოსკოვში კრემლის თავზე ქართული დროშის ატანით დაასრულა. აღსანიშნავია ფაქტი, რომ გიორგი თავს იკავებს იმის გაჟღერებისაგან, თუ რამდენჯერ მოუწია თამაშის დასეივება.

ნომინაციაში "წლის უხერხულობა" ოქროს ფლოსტს დაეპატრონა ასეთი მოვლენა: "წლის პატრიოტი"-ს გამარჯვებულმა გიორგი უსანეთაშვილმა სამსახურის ბუფეტში ერთი პორცია ბორშჩი აიღო და კუპესაკენ გასწია. შეაღო რა კუპეს კარი, მისკენ დაახლოვებით ოცმა წყვილმა გაკვირვებისაგან დაძაბულმა თვალწარბმა გამოიხედა. მათ შორის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ი.მერაბიშვილის თვალწარბი. წუთიერი დუმილის შემდეგ გიორგიმ ცივად გამოხურა კარი და მაშინღა შენიშნა წარწერა "VIP".

ნომინაციაში "წლის ნომინაცია" ფლოსტი მიიღო ნომინაციამ "წლის სიდედრი".

ნომინაციაშ "წლის Online RPG" ფლოსტი მიიღო თამაშმა The West.

ნომინაციაში "წლის კონკურსი" გაიმარჯვა კონკურსმა "ოქროს ფლოსტი".


ნომინაციაში "წლის დილემა" დილემას "ყოფნა, არ ყოფნა" ორი ქულით სძლია დილემამ "ვორდპრესი თუ ბლოგსპოტი".

ნომინაციაში "წლის დაკა-დაკა" ფრიად გართულდა გამარჯვებულის გამოვლენა, რამეთუ ნომინანტების სიუხვე შეინიშნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დამაჯერებლად მოიპოვა ოქროს ფლოსტი ჩემსა და მამაჩემს შორის გამართულმა დაკა-დაკამ.




აღსანიშნავია, რომ იყო კიდევ უამრავი, მაგრამ ნაკლებმნიშვნელოვანი ნომინაცია, რომელთა შედეგებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.

დღეისათვის ვგონებ საკმარისია და დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

P.S. ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ აფერიზმის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის საპატიო ოქროს ფლოსტი გადაეცა გიგი (გიგილო, ღიღილო, Starfucker, GAS P) ჭარხალაშვილს. ეგაც მაინც მევასება ისე.
Read On

► ზღარბთა ქვითინი

2 კომენტარი

რატომ ზღარბთა? და... რატომ არა?
მოკლედ ზღარბთა ქვითინი, გნებავთ მაჩვთა გოდება, თუნდაც სკუნსთა გლოვა. რა მნიშვნელობა აქვს?!
ქვითინებენ ზღარბნი, გოდებენ მაჩვნი და გლოვობენ სკუსნი, რამეთუ არა უბრძანებია მამაზეციერს სინაზე ზღარბთა, გონიერება მაჩვთა და ტკბილსურნელება სკუნსთა.
მარა ზოგს რა ატირებს მაინც ვერ ვხვდები. კაცო, განა სატირალი დაილია, მაგრამ მე იმ მომენტს ვერ ვიჭერ, სადაც ტირილი ცხოვრების აზრად უნდა იქცეს.
არა მაინც რა ატირებთ?
Read On