► 09.07.08 02:35 AM


საძინებლის გარდა დღეს ფაქტიურად არაფერი მინახავს. დილით ორი საათით დავიძინე და შაკო ბიძია (შაკიკის შეტევა) მესტუმრა გაღვიძებულს. კაი მადლიანი ძალით კი შემომიტია...
ბავშვობაში ფილმი ვნახე. ომარ შარიფი თამაშობდა ავსტრია-უნგრეთის შაკიკით დაავადებული მეფის როლს. მახსოვს მეფე შეტევისას ტკივილის გაყუჩებას მხოლოდ მორფით ახერხებდა... იმის მერე რამდენჯერაც შაკო ბიძია მეწვევა (კვირაში ერთხელ მაინც მოდის მოსაკითხად), იმდენჯერ ომარ შარიფი მახსენდება (ამას ხმამაღლა პირველად ვამბობ). ერთხელ ტკივილმა გონი დამაკარგვინა და სიზმარი ვნახე, შარიფს პოკერს ვეთამაშებოდი და მიგებდა...
ხალხის მიკვირს და გამკვირვებია. ყველა იმით ცდილობს ჩემს დამშვიდებას რაც თავი მახსოვს, რომ ე.წ. არისტოკრატიული დაავადება მჭირს, რომლითაც ძირითადად გენიოსები და მაღალინტელექტუალები იტანჯებიან. აბა ვინ გამოიცნობს ერთი ცდით, როგორ არაარისტოკრატიულ, ნაკლებგენიალურ და დაბალინტელექტუალურ პასუხს ვაძლევ ხოლმე მსგავსი ფრაზების ავტორებს...
ტკივილმა საღამოსთვის უკვე გამიარა, მაგრამ ჰაერი არ არის თითქოს ჩემს ირგვლივ. ძალიან ცხელა ჩემ საძინებელში და ძალიან ცხელა თბილისში...
ნამდვილად, ნამდვილად. Migraine Sucks, it definitely does...

3 კომენტარი: