► შენ ამას ვერ გაიგებ, ბიძა...

2 კომენტარი

Херовое у меня предчувствие. Тут подставой пахнет...
ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამიანმა საქართველო, საქართველომ სოციალური და ეკონომიკური გაჭირვება, ამ გზით განვითარებულმა მოვლენებმა კი ისეთ ფენომენთან მიგვიყვანეს როგორიცაა მადლიანი ქართული ტკბილსიტყვიერება. ხოდა ვიცი მე, მომიწევს მომავალ ორ დღეში მთელი ჩემი ქართული ტკბილსიტყვიერების მარაგის ზოგიერთისაკენ მიმართვა, რამეთუ შინაგანი ხმა ჩამჩიჩნებს, რომ "უ მენია კრასივიე გლაზა, სრაზუ ვიდნა შტო ხაროში ჩელავეკ" და რომ "ტამ ხაროში პარენ პაგიბაეტ".
ერთი იმის ჭკუაში ჩამახედა ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში არასრულფასოვნების კომპლექსით სავსე ტომრის თრევით იტანჯება და უზომოდ დიდი ბოღმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პააააწაწინა გულით დაიარება.
მოგიტყან...
Read On

► კოსტა ხეთაგუროვი და სხვა...

3 კომენტარი

აჰაიდა აი ემ ბექო, თქვა ე.წ. ზაპაროჟეცების გარაჟების პროფილაქტიკის 22 ბოქსიდან დაბრუნებულმა რადიატორშიკმა ჰამლეტამ და ჩემი გუშინდელი ნავაჟკაცარის შეკეთებას შეუდგა. შეუდგა რომელია, ნახევარი საათი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამოცდილ ოსტატს მოეხსნა ბამპერი, რადიატორი, ამ უკანასკნელის დარტყმისაგან ჩარღვეულ ნაკერი შეეკეთებინა და ყოველივე ზემოხსენებული ისევ თავის ”საწყისი დისლოკაციის ადგილას დაებრუნებინა”. Как говорится, дело мастера боится.
მოგეხსენებათ, გარდა ზემოაღწერილისა, უამრავი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ჩემი სილვიას დაბრუნება გახარეთ.
უპირველეს ყოვლისა, მინდა გამცნოთ, რომ ფორუმ.გე ჩვენ (ანუ შუსუსუს) არ დაგვიბლოკავს. თბილისის ფორუმის დროებითი დახურვა გახლავთ შედეგი თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტის ( :მეხმაარავისთვისმიმიცია: ) პირდაპირი და უშუალო ბრძანებისა, რომელშიც იგი მოითხოვდა, რომ დაბლოკილიყო ყველა საიტი, რომლის IP მისამართი მოქცეული იყო რუსეთზე რეგისტრირებულ IP Range-ში და მაქსიმალურად შეზღუდულიყო ინფორმაციის მიმოცვლა ქართველ ახალგაზრდებს შორის, განსაკუთრებით ინფორმაციის მიმოცვლის ისეთი საშუალებით, როგორიცაა ინტერნეტი. ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რაღა თქმა უნდა, პირველ ასეთ საშუალებად ფორუმ.გე იქნა წარმოდგენილი. ამ ბრძანების შემსრულებელი გახდა თავად კავკასუს ონლაინი, რომლის სერვერზეცაა განთავსებული თბილისის ფორუმი.
ჩემის მხრივ რუსულ საიტებზე შესვლის მსურველებს გეტყოდით, რომ თქვენი სურვილი შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ პროქსი სერვერის საშუალებით.
მსუბუქად და ნამეტანი სტალინური გაწონასწორებული მეტალოპლასტმასის კილოთი ნათქვამი კი გამომდის, მაგრამ უსიამოვნოა, უსიამოვნოა რაც მოხდა. რა მოხდა? კაცმა არ იცის რა და რატომ მოხდა, გარდა იმისა, რომ ხალხი დაიხოცა და უსამართლოდ დაიხოცა. მე ის მაინტერესებს, ერთი ადამიანი როგორ უნდა წყვეტდეს, ათასობით კაცი რომ უნდა მოკვდეს.

რუსი, რუსი ფენომენია. რუსებზე უამრავი თქმულა. ბისმარკი ამბობდა, ნე ვაიუიწე ს რასიეი, პატამუ შტო ნა კაჟდი ვაშ რასშიტანნი შაგ ანა ატვეწიტ ნეპრედსკაზუემაი გლუპასწიუო, მააშ. ასიანი იყო ის კაცი. ნაპოლეონი ამტკიცებდა, რუსი რომ დიდხანს ხეხო, მონღოლს აღმოაჩენო. დაწმუნებული ვარ, ბონაპარტს ამ თეორემს დასამტკიცებელი ცდა რომ ჩაეტარებინა, აუცილებლად დარწმუნდებოდა მის სისწორეში. დიდხანს ვიფიქრე, რისი თქმა შეიძლებოდა რუსზე, იმის იმედით, რომ ისტორია ბისმარკისა და ნაპოლეონის გვერდით ჩაწერდა ჩემ სახელს, მაგრამ კაი პატიოსანი ქართული ”ერთი მაგათი დინგიანი პიდარმონი დედასაც ვღერძე”-ს გარდა ვერაფერი მოვიფიქრე. როგორ მაინტერესებს, რას იტყვის მემატიანე...
ნეტა ეხლა ლერმონტოვთან მალაპარაკა ერთი საათი მაინც :მაგასმოუ:
რუსმა თხარა თხარაო, თხარაო, თხარაო, თხარაო და მერე მიხვდა რო თხრის ტრაკი აღარ ქონდა და შეეშვაო.
რუსმა ტომრიდან გველი ამოიყვანაო და მერე მიხვდა რო ის ტომარა კაცის შარვალს გავდაო, თუ რაღაც ამდაგვარი...
ეეეჰ...
კი, ნამდვილად ფენომენია რუსი, რეგვენობით გამორჩეული ფენომენი...
ენივეიო და ბრიფლი ზისვეიო. ომი ჩვენამდეც იყო და ჩვენს მერეც იქნება. აი რუსეთი რომ კიდევ დიდხანს იქნება, მაგაზე თავს ვერ დავდებ.
ასე მდორედ მომდინარი ჩამოვიდღაბნე დღევანდელ დღემდე. ამ მიძინებისწინა ჟამს ორი ამბავი გავიგე, ერთი ცუდი, მეორე კარგი. ი ჩემი ბალღის ნათლიაი განუგმირავთ ზედ ღიპზე და აპენდიქსი მოუჭრიათ. ძიასო, რათ იცი ხოლმე ინდე ეგრე უცებ თქმაი? :უსერთაუსერი: ეს ცუდი ამბავი. კაი ამბავი: აშკარად გამოჯანმრთელების გზაზეა. :აი ვასს იუ ვერი მაჩ:
ხოდა ისე მომერია ძილი ზედ მარჯვენა ქუთუთოზე, რომ უკანასკნელი ერთი საათის მანძილზე ჩემს არცერთ სიტყვაზე პასუხს არ ვაგებ.
ძილინებისა მე, ძილინებისა თქვენ და ვ წიჩენიი ეტაი ნოჩი ვხერხე რუსის დედის... ძველია ეგ, უბრალოდ რუსებზე ადაპტირება გავაკეთე. ნამეტანი კი მომსვლია ხო იცი...



P.S.

აი ეხლა როგორ გინდა არ ხერხო ამის დედის...
Read On

► Silvia

5 კომენტარი

დაბრუნდა. პრინციპში დაბრუნდებოდა, აბა რა იქნებოდა... ისე გაუმწარებიათ ჩემი ზიზია სილვია, ისე სასტიკად გაუმწარებიათ... მაგრამ არა უშავს. უკვე სამი დღეა გრძნობს ჩემს ყურადღებასა და სიყვარულს და აზრზე მოდის. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც. ოთხ თვიანი განშორების შემდეგ ორ-სამ კვირიანი მკურნალობა და ისევ ის ჩემი ცელქი გოგო იქნება, რომელიც ადრე იყო.
როგორ მომნატრებია. ხელახალი შეხვედრისასღა მივხვდი, თუ როგორ მაკლდა. მე ცრემლები გადმომცვივდა კინაღამ და იმან ალბათ ძლივს შეიკავა თავი, რომ პარპრიზზე წყლის ჭავლი არ მიესხა. არც მე მჯეროდა და არც იმას.
დავიჯერეთ. ახლა მშვიდად, ინგლისური არისტოკრატიული ღიმილით ბამპერდამშვენებულს სძინავს. იცის ხვალ დილით გავაღვიძებ და ტორპედოზე მოვეფერები...
Read On