
როგორ მომნატრებია. ხელახალი შეხვედრისასღა მივხვდი, თუ როგორ მაკლდა. მე ცრემლები გადმომცვივდა კინაღამ და იმან ალბათ ძლივს შეიკავა თავი, რომ პარპრიზზე წყლის ჭავლი არ მიესხა. არც მე მჯეროდა და არც იმას.
დავიჯერეთ. ახლა მშვიდად, ინგლისური არისტოკრატიული ღიმილით ბამპერდამშვენებულს სძინავს. იცის ხვალ დილით გავაღვიძებ და ტორპედოზე მოვეფერები...

ესაა თქვენი სილვია??? დაიბრუნეთ??? :ვაჟა:
იე ბეიბი იეეე, ესაა ჩვენი სილვია და დღეს დიდი ჭუპაჭუპა მოვუწყეთ :D
სილვია კი არა კალიაა ეგ,,პატარა კალია :D
გოგო შენ კიდე რა გჭირს სუ რო დაიკარგე?
სუფრა გაშალეთ, ხვალ უნდა გნახოთ :))
ან მე გავშლი :))