► წელიწადი უღელქვეშ


ეგრე მოდი არ დაიბნე ფიქჩერს ფრიზენთს

მირამაქს დიდთავიანც

ბეთხოვენ მაკცხვირმონგერ

ინ


თეიქ ზიიზ სოქზ ოფ მი, ვუმენ

...............................................................

მთელი ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი 43 ზომა ფეხი (ორივე) ვაიძულე და ფრიად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი ცხოვრებაში.
იყო ასეთი ფენომენალური წელი, ქრისტეშობიდან ორიათას მეშვიდე ერთეული და მასში, ისევე როგორც ყველა მანამდე არსებულში იყო მეთორმეტე თვის მეოთხე დღე, პირადად ჩემთვის სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, რომ არა ერთი გარემოება. ეს იყო ჩემი თავისუფალი, ლაღი, არც ისე უდარდელი მაგრამ გამტრაკებლური, ორი სიტყვით რომ ვთქვა მშობლისმხერხავად ეგოისტური ცხოვრების უკანასკნელი დღე.


თავი პირველი: ”მოიდა და ცოლად გამამყე”

თქმულ არს, პირველად იყო სიტყვაო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემ სიტუაციაში პირველად იყო სიდედრი. არა ბატონო, არ გეჩვენება და არც მე ვბოდავ. სწორედაც რომ სიდედრი, რამეთუ რომ არა სიდედრი და მისი მომავალსიდედრული ”რაღა დროს გარეთ ბოდიალია, სახლში მოდი”, 4 დეკემბერი სულაც არ იქნებოდა 4 დეკემბერი.
რამდენადაც მახსოვს პირველ დეკემბერს აბანოთუბანში მობილური ტელეფონის ზარი გაისმა. ჩემი იმ მომენტში ჯერ კიდევ ”პროექტში” სიდედრი, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი მონდომებით მოუწოდებდა ჩემს მაშინდელ ”ბეზ პიწი მინუტ” და ახლანდელ ცოლს, რომ სახლში მისულიყო, ვინაიდან და რადგანაც ”ნორმალური ხალხი ღამით გარეთ არ დადის”. ვეცდები მიმდევრობით დავალაგო ჩემი რეაქციები.
1. (გაფიქრებული) ”ფუ მოგი..”
2. (გაფიქრებული) ”ე, ამას ვინ..”
3. (გაფიქრებული) ”ვნახოთ ვინ ვის”
4. (გაფიქრებული) ”ზოგი ჭირი მარგებელია”
5. (გაფიქრებული) ”ნასტალ მომენტ ისტინი”
6. (ეშველა და ნათქვამი) ”შენა და... მოდი ავაცვათ”.
ნუთუ ჩემ დამაჯერებლობას წინ რაიმე სახის, ჯიშის, წარმოშობის, წარმოების თავშეკავება და გონიერება აღუდგებოდა?! არა, არა და არა (ბოზი ვიყო). თუმცაღა იყო მცდელობა. გაისმა ჩემს მიმართ მომართული კითხვა ”და... ნორმალურად რომ ვქნათ?”, რასაც მოყვა ჩემი დამაჯერებელი პასუხი ”და რა ჭირს ამას არანორმალური?”.


თავი მეორე: ”როგორა და ჭრელადა”

ვემზადებოდი. დადგა 4 დეკემბრის საღამო. როგორც ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, მამმმმმაზეციერის ნებით უნდა მომხდარიყო ყველაფერი (იმდენი იძახა, რო მოკვდა). ხოდა მამმაზეციერის ნებისა რა მოგახსენო და ძალიან მძიმე დღის შემდეგ პატიოსანი ტაქსტით მივედი ”ცოლოურისას”. დამხვდა, მაგრამ რა დამხვდა...
იმ საღამოს ნათელი წერტილი, ჩემი ცოლიძმა (ცოლისა კი არა და ცხოვრებისეულად ძმა გამოდგა) ახალი მოწეულივით პირმომღიმარი.
თავგასიებული დგას და მიმტკიცებს, ვერაო, სახლშია ყველაო. ფიჰიჰიჰიჰიიიი მეთქი. მეტს რას ვეტყოდი.
იყო იქ ნერვებისშლის მომენტი და არამკითხე მოამბეების კომენტარები, რომლებიც სხვათაშორის მე არ ჩამიყენებია საქმის კურსში (ზოგიერთების გასაგონად ვამბობ).
აღნიშნეთ 4 დეკემბერი ჭრელად კალენდარში, რამეთუ სასწაულის დღეა. სასწაული კი შემდეგში მდგომარეობს: საღამოს 11ის 10 წუთზე მივდივარ დაკრეჭილი სიდედრთან და ვეუბნები, თუ შეიძლება შარდენზე წავალთ, ნაყინს შევჭამთ (4 დეკემბერს) და მოვალთ მეთქი. მახსოვს იყო გაკვირვებული სახე Lights და კითხვა "ეეეხლაა კაცოოო?", კვლავაც და კვლავაც ჩემმა დამაჯერებლობამ იმარჯვა. ჰოდა სასწაულია, აბა რა არი, სახლიდან ქალი მოგყავს და 4 დეკემბერს იმით ბოლდებიან რომ ღამის 11 საათზე ნაყინის ჭამა მოგინდა. არადა წესით ის მაინც უნდა გაიფიქრონ, რომ ან ერთი, ან მეორე ფეხმძიმედ ხართ...
უკანა აივნიდან წინასწარ გადმოდგებული ჩანთა ავიღეთ და წამოვედით.


თავი მესამე: სვანური თავი

თავი რომ სამშვიდობოს მეგონა გამოსული მოსახვევიდან ზორბად შემოგორდა VW Golf 2...
"ეუფ..." გავიფიქრე და ღმად ჩასუნთქული ჰაერი სულ გამოვუშვი, იმის შიშით, რომ შემდგეგში შეიძლება სულ სხვა გზით გამოსულიყო.
მანქანამ გვერდით წაგვიჩერა და ფანჯრიდან მკაცრმა გამოხედვამ განგმირა ჩემი გამძლეობა და მერე ჩემი რუკზაკი. არა, ეს არ ყოფილა ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე. ეს იყო ჩემი მომავალი ქვისლი, ბ-ნი ქვისლი, წარმოშობით სვანი, მოწოდებით ჯიგარი, პროფესიით შაოლინის ოსტატი (პრინციპში არ ვიცი ეგ ზუსტად, მაგრამ მაშინ ეგრე მეგონა). თუმცაღა შავბნელი წარსული გაიხსენა და "მე არაფერი დამინახავს" პრინციპით მშვიდად გააგრძელა ზორბად გორვა.
ჰუუუუჰ...


თავი მეოთხე: ბეზ პიწი პაწი პუწი.

ტრასაზე ჩემი საცოდავი ძმაკაცი მელოდებოდა. ისედაც შავია და რომ ჩავედით სიცივისგან სილურჯე დაკრავდა. ტაქსი დავიჭირეთ, გზად ეს ჩემი ძმაკაცი ჩემი მეორე ძმაკაცითა და მისი მეოღლით ჩავანაცვლეთ და გეზი ბაკურიანისკენ ავიღეთ.
სადღაც გორისკენ ჩემი სიდედრი რეკავს ჩემ ცოლთან და თავაზობს ისეთ წინადადებას, რომელზეც მხოლოდ უკანასკნელი ქლიბი გვარად ქლიბაძე თუ არ იტყვის უარს. "დაბრუნდით სანამ დროა". კვლავაც ფიჰიჰიჰიიიიიიი და გზა განვაგრძეთ.


თავი მეხუთე: ბაკურიანი

ბაკურიანში დიიიიდი თოვლი იყო, თუმცა გზა გაეწმინდათ. მივადექით სასტუმრო თბილისს. ეს იყო უკანასკნელი ნერვიული ამოსუნთქვა, რომელსაც მოჰყვა აზრად გავლებული "ეხლა მემთხვიეთ ყველა".
მეორე დღეს გიგილომ და ლევანიმ დედაჩემს ახარეს დედამთილი ხარო. დედაჩემი კინაღამ კიბეზე დაგორდა, მაგრამ არ დაიბნა და შამპანური აბუთქა. ეტყობა უნდოდა გიგილოსთვის ეხეთქა სახეში საცობიმ, მაგრამ სამხედრო გამოცდილება არ ეყო.
სამი დღე ვიყავით ბაკურიანში. იფ, კაი იყო. ღირდა ცოლის მოყვანა იქ წასასვლელად, მაგრამ უცოლოდ ჯობდა, რამეთუ მთელი სამი დღე და ღამე ცოლის ტელეფონმა, ლიტერატურულად რომ ვთქვათ, ტვინი ტყნა.


თავი მეექვსე: ცოლი (მეუღლე არა ისა კიდე...)

ჩამოვედით მეოთხე დღეს, მივედით სახლში. იმ დღეს ვსვით ვსვით. მერე კიდე ვსვით ვსვით და ბოლოს ჩემი ცოლის ოჯახობა მოგვადგა ფრიად თავპატიჟგამოდების შემდეგ. მე იმაზე ვიღადავე, ჩემი სიდედრი რო მომადგა დაროჟილი, ეს რა ქენითო. ფიჰიიიიი, მოგიტყან ზესტაფონი...
ჰოდა ეგრე რა. ცოლი მყავდა უკვე.


თავი მეექვსე: უან იარ ლეითა

დიიიიიიდი დედამიფსმული წელი იყო ეს ერთი წელი. მარა ცოლი რა შუაშია. ცოლი ასწორებს, რაც მთავარია სოუზს თავისით აცხელებს, ნასკს ისე მხდის რო არ ეზარება და მამიტოს პაააატალა დუდღნიკიც აჩუქა.


ეპილოგი: რაც მე დავწერე არი ფაიზაღი. ჩემი ცოლს რაც განსხვავებულად უწერია გაბოლებთ და რამდენი კიდე არ უწერია. ტაკიე ვოტ ლანდიში.

გილოცავ ღენიოს. შენ ერთი წელიწადია რაც უგენიალურესი ქმრის ცოლი ხარ :D

6 კომენტარი:

  • ეეეეეეეეეხლა მოიცააა! :D
    არადა მაგრად ვიცინე.

    სხვათა შორის არც არაფერი მაქვს მე იქ განსხვავებული, ერთი ის არ მიწერია რომ ნაყინის საჭმელად წავედით შარდენზე :P

  • რა საუნტერესოააა... ცუდია რომ ბოლომდე წაკითხვას ვერ ვასწრებ... სახლში გავაგრძელებ :use:
    ისე რა უცნაურია... როგორ გვაინტერესებს ადამიანებს სხვისი ცხოვრება... და საერთოდ ყველაფერი რაც ჩვენ არ გვეხება......))))

  • muhahahaah

    zaan kaifiaa!!
    sagol :d
    mec unda vcado colis moyvana :P

  • ღღღღღ : ))
    ჩემი გაფართოებული თვალები გამახსენდა, მირამ რომ მომწერა, ვიპარებითო.. მეთქი 27 წლის ასაკში.. გაპარვა.. :D
    იხვები ხართ, იხვები :ლოვიუ: :ქისს: :მირამაინცუფრომიყვარსბეჰეე:

  • კუდიანო, შე კაი ქალო, ყველა 27ის ხო არ იყო მერე? :D

  • სულ შემთხვევით მოვხვდი და ისე ვიხალისეეეეეეეეეე, აი ძალიან!!! :) მალადცი რებიატა! მაგრადაც მოგიბიათ თავი და ეს პოსტიც ერთობ სახალისო წასაკითხია! :))

    წარმატებები! :მზე: