► პატიოსანი, მოკლე და უსათაურო პოსტი

მოუტყან. ძაან შევიცვალე აი. დღეს ჩემს საქციელებს ვაკვირდებოდი და რომ ვთქვა, რომ სანუგეშო რამე შევნიშნე, ზებოროტად მოვიტყუები. ერთი სიტყვით, გასწორხაზოვანერთუჯრედიანმყრალხასიათიანიაფფასიანმძაღეროჟიანებული ვარ. ნუ კიდე გარამდენიმერაღაციანებულიც.
ჩვენი მტრისაში დარჩეს და არც არასოდეს ვყოფილვარ მრაფალფეროვნების ოსტატი, მაღალი ერუდიციით ნაწრთობი გენიალური ინტელექტის პატრონი, სასიამოვნო გარეგნობის პირღიმილიანთა ხელმწიფე და თვით ლორდი მხიარულება. მიუხედავად ამისა იყო ჩემში რაღაც. ახლაც არის ჩემში რაღაც, ვგრძნობ, მაგრამ სულ სხვა რამ და რაც მთავარია სულ სხვა ადგილას...

3 კომენტარი: