► ა'მ ბექ

- აი მე რო შენი გამომრთავის დედის ხახაში შე... - თქვა ბოროტმა პლასტმასშიკმა აშოტიკამ და აბაზანაში გასაპნული შუქისა და წყლის გარეშე საკუთარი შიშველი სხეულის ამარა დარჩა...



---------------------------------------------------------



იმ თბილისში, რომელიც უგემოვნოდ მორთულ ნაძვის ხეს მაგონებს ხოლმე, ახლა ზუსტად რვა საათი და 37 წუთია და ვცდილობ დავბრუნდე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ვინც ცდილობს, იმას ყოველთვის არ გამოსდის, საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფები.
ფრიად მნიშვნელოვანი პაუზის შემდეგ გუშინ 1001 ბლოგის გამზირზე ვისეირნე და გადავწყვიტე ჩემი ოთახნახევრიანი, სუფთა, სანტექნიკაშეცვლილი, მაგრამ მაინც ხელშესავლები ბინა ოდნავ შემერემონტებინა და კვლავაც მასში გადავბარგებულიყავი.
ბოლო დროს უტილიტარული სტილი მიზიდავს, აი ისეთი, მთლად ტექნოც რომ არ იყოს... მოკლედ ღია ფერის კედლები, ძირს დაყრილი უზარმაზარი ბალიშები, ტელევიზორი, მარტივი, ღია ხისფერი ავეჯი, ბევრი ლუდი მაცივარში და ა.შ. მოკლედ სინათლე მომაკლდა, სინათლე. შესაბამისად 1001 ბლოგის გამზირზე ჩემი ბინის კედლები ღია ფერში შევღებე...
მოკლედ. პირველი რაც მინდა შემოგთავაზოთ, არის 2008 წლის ჩემეულ ნომინაციებში გამარჯვებულთა სია, რა თქმა უნდა ჩემი შედგენილი და ფრიად სუბიექტური, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი. კონკურსს თქვენის ნებართვით და ჩემის დიდი სურვილით ოქროს ფლოსტი დავარქვი.
მაშ ასე, ჩემო იმანოები, ოქროს ფლოსტი 2008!

ნომინაციაში "წლის ყველაზე ბედნიერი დღე" გამარჯვებისათვის ოქროს ფლოსტი გადაეცა 6 ოქტომბერს. ამ დღეს ქვეყანას მოევლინა ნატალი გიორგევნა.

ნომინაციაში "წლის პროგრესი" გაიმარჯვა ჩემი დასაქმების ფაქტმა.

ნომინაციაში "წლის ცოლი" გაიმარჯვა და პრიზი გამოუცხადებლობის გამო ვერ მიიღო ჩემმა მეუღლემ.

ნომინაციაში "წლის მეგობარი" ოქროს ფლოსტი მიიღი თენგიზ ბაქრაძემ. მევასება ეგ როჟა.

ნომინაციაში "წლის გზირიშვილი" ოქროს ფლოსტს დაეპატრონა მიხეილ გზირიშვილი. მენდეთ და მერწმუნეთ ამ ჩემ აზრს რაც არ უნდა სუბიექტური ეძახოს კაცმა, მაინც ობიექტურია.

ნომინაციაში "წლის პოხუისტი" გამარჯვება მოიპოვა ბექა (ბაქარ, ბაკურ, ნოქარ) გიგაურმა. მან შესძლო და თავისი პოხუიზმი კიდევ უფრო განამტკიცა იმით, რომ სამსახურის ტაბელზე ხელი ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მოაწერა. მე მას მხოლოდ 8 ხელმოწერით გავუსწარი.

ნომინაციაში "წლის სიდედრი" გამარჯვება ვერ მოიპოვა ვერავინ, რამეთუ სიდედრი მაინც სიდედრია.

ნომინაციაში "წლის აფერისტი" გამარჯვება მოიპოვა მან, ვინც გარანტიას ვიძლევი, შემდეგ დაჯილდოვებას ვერ მოესწრება.

ნომინაციაში "წლის სულელი" გაიმარჯვა თქვენმა მონა-მორჩილმა.

ნომინაციაში "წლის ყველაზე მონატრებული მეჯვარე და ნათლია" გაიმარჯვა ნატოშამ და თუ ნახავთ გადაეცით, რომ პრიზის წასაღებად მაინც მოვიდეს, სხვა თუ არაფერი. ეგაც მაგრა მევასსება ისე.

ნომინაციაში "წლის ლოთი" პრიზს დაეპატრონა ალექსანდრე პაპაშვილი. მან წარმატებით მოახერხა 17 კომპლექტი სერვერის დათვლა-გატარება და ამასთანავე ალკოჰოლით გაჟღენთვა.

ნომინაციებში "წლის სვანი", "წლის თამადა", "წლის ქვისლი" და "წლის პატრულის თანამშრომელი" ოქროს ფლოსტი მიიღო ჩემმა ქვისლმა, თამადამ, სვანმა და პატრულის თანამშრომელმა სოსო ჩორგოლიანმა. (ოღონდ არ უთხრათ).

ნომინაციაში "წლის ყლეობა" გაიმარჯვა აგვისტოს ომმა.

ნომინაციაში "წლის პატრიოტი" ოქროს ფლოსტი ჩაიცვა გიორგი უსანეთაშვილმა. მან Ghost Recon-ის თამაში თბილისის ქუჩებიდან დაიწყო და მოსკოვში კრემლის თავზე ქართული დროშის ატანით დაასრულა. აღსანიშნავია ფაქტი, რომ გიორგი თავს იკავებს იმის გაჟღერებისაგან, თუ რამდენჯერ მოუწია თამაშის დასეივება.

ნომინაციაში "წლის უხერხულობა" ოქროს ფლოსტს დაეპატრონა ასეთი მოვლენა: "წლის პატრიოტი"-ს გამარჯვებულმა გიორგი უსანეთაშვილმა სამსახურის ბუფეტში ერთი პორცია ბორშჩი აიღო და კუპესაკენ გასწია. შეაღო რა კუპეს კარი, მისკენ დაახლოვებით ოცმა წყვილმა გაკვირვებისაგან დაძაბულმა თვალწარბმა გამოიხედა. მათ შორის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ი.მერაბიშვილის თვალწარბი. წუთიერი დუმილის შემდეგ გიორგიმ ცივად გამოხურა კარი და მაშინღა შენიშნა წარწერა "VIP".

ნომინაციაში "წლის ნომინაცია" ფლოსტი მიიღო ნომინაციამ "წლის სიდედრი".

ნომინაციაშ "წლის Online RPG" ფლოსტი მიიღო თამაშმა The West.

ნომინაციაში "წლის კონკურსი" გაიმარჯვა კონკურსმა "ოქროს ფლოსტი".


ნომინაციაში "წლის დილემა" დილემას "ყოფნა, არ ყოფნა" ორი ქულით სძლია დილემამ "ვორდპრესი თუ ბლოგსპოტი".

ნომინაციაში "წლის დაკა-დაკა" ფრიად გართულდა გამარჯვებულის გამოვლენა, რამეთუ ნომინანტების სიუხვე შეინიშნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დამაჯერებლად მოიპოვა ოქროს ფლოსტი ჩემსა და მამაჩემს შორის გამართულმა დაკა-დაკამ.




აღსანიშნავია, რომ იყო კიდევ უამრავი, მაგრამ ნაკლებმნიშვნელოვანი ნომინაცია, რომელთა შედეგებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ.

დღეისათვის ვგონებ საკმარისია და დიდი მადლობა ყურადღებისათვის.

P.S. ვერცერთ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ აფერიზმის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის საპატიო ოქროს ფლოსტი გადაეცა გიგი (გიგილო, ღიღილო, Starfucker, GAS P) ჭარხალაშვილს. ეგაც მაინც მევასება ისე.

2 კომენტარი: