► Bang on Time!1 კომენტარიThursday, September 4, 2008 ![]() რა მუღამია სამსახურში დროზე მისვლაში?! ჩემ ტვინში გამავალ ელექტრულ სიგნალთა პრეზიდიუმის სხდომამ სრული უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ არანაირი კაიფი პუნქტუალურობაში არ არის. დონთ იუ სინქ ზეი'რ რაით? ვიცნობ ერთს (მდედრს), რომელიც საკუთარ მამაზე იგინება, რომ ბავშვობაში სწავლაზე მეტად ვერაფერზე კაიფობდა, მერე მთელმა სამედიცინო განათლების მიღების პროცესმა სიამოვნება მიანიჭა და რომ ახლა სამსახურში ათასი ნევროზიანისა და ფსიქოზიანისათვის შვების მისანიჭებლად უდიდესი სიამოვნებით მიჰქრის ყოველდღე. ვგონებ ჯობია შეეწეროს, ვიდრე ეს სიმართლე იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საგინებელია. მოკლედ თუ გრძლად, სამსახურში მოსვლა არ დავაგვიანე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბებიაჩემი ციალასი მივირთვი ორი დიდი კოვზით. სამწუხაროდ იძულებული ვარ მსგავსი მიქარვა კვირაში ექვსჯერ გავიმეორო. მგონი ჩემი უფროსობა იაღოველები არიან...
Subscribe to:
Posts (Atom)
About MeFavorite Blog Updates
ღიღინალური ამოჩემებაBlog ArchiveLabels
Followers |