► შენ ამას ვერ გაიგებ, ბიძა...2 კომენტარი Херовое у меня предчувствие. Тут подставой пахнет...ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამიანმა საქართველო, საქართველომ სოციალური და ეკონომიკური გაჭირვება, ამ გზით განვითარებულმა მოვლენებმა კი ისეთ ფენომენთან მიგვიყვანეს როგორიცაა მადლიანი ქართული ტკბილსიტყვიერება. ხოდა ვიცი მე, მომიწევს მომავალ ორ დღეში მთელი ჩემი ქართული ტკბილსიტყვიერების მარაგის ზოგიერთისაკენ მიმართვა, რამეთუ შინაგანი ხმა ჩამჩიჩნებს, რომ "უ მენია კრასივიე გლაზა, სრაზუ ვიდნა შტო ხაროში ჩელავეკ" და რომ "ტამ ხაროში პარენ პაგიბაეტ". ერთი იმის ჭკუაში ჩამახედა ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში არასრულფასოვნების კომპლექსით სავსე ტომრის თრევით იტანჯება და უზომოდ დიდი ბოღმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პააააწაწინა გულით დაიარება. მოგიტყან... ► კოსტა ხეთაგუროვი და სხვა...3 კომენტარი
აჰაიდა აი ემ ბექო, თქვა ე.წ. ზაპაროჟეცების გარაჟების პროფილაქტიკის 22 ბოქსიდან დაბრუნებულმა რადიატორშიკმა ჰამლეტამ და ჩემი გუშინდელი ნავაჟკაცარის შეკეთებას შეუდგა. შეუდგა რომელია, ნახევარი საათი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამოცდილ ოსტატს მოეხსნა ბამპერი, რადიატორი, ამ უკანასკნელის დარტყმისაგან ჩარღვეულ ნაკერი შეეკეთებინა და ყოველივე ზემოხსენებული ისევ თავის ”საწყისი დისლოკაციის ადგილას დაებრუნებინა”. Как говорится, дело мастера боится.
მოგეხსენებათ, გარდა ზემოაღწერილისა, უამრავი რამ მოხდა მას შემდეგ, რაც ჩემი სილვიას დაბრუნება გახარეთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა გამცნოთ, რომ ფორუმ.გე ჩვენ (ანუ შუსუსუს) არ დაგვიბლოკავს. თბილისის ფორუმის დროებითი დახურვა გახლავთ შედეგი თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტის ( :მეხმაარავისთვისმიმიცია: ) პირდაპირი და უშუალო ბრძანებისა, რომელშიც იგი მოითხოვდა, რომ დაბლოკილიყო ყველა საიტი, რომლის IP მისამართი მოქცეული იყო რუსეთზე რეგისტრირებულ IP Range-ში და მაქსიმალურად შეზღუდულიყო ინფორმაციის მიმოცვლა ქართველ ახალგაზრდებს შორის, განსაკუთრებით ინფორმაციის მიმოცვლის ისეთი საშუალებით, როგორიცაა ინტერნეტი. ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რაღა თქმა უნდა, პირველ ასეთ საშუალებად ფორუმ.გე იქნა წარმოდგენილი. ამ ბრძანების შემსრულებელი გახდა თავად კავკასუს ონლაინი, რომლის სერვერზეცაა განთავსებული თბილისის ფორუმი. ჩემის მხრივ რუსულ საიტებზე შესვლის მსურველებს გეტყოდით, რომ თქვენი სურვილი შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ პროქსი სერვერის საშუალებით. მსუბუქად და ნამეტანი სტალინური გაწონასწორებული მეტალოპლასტმასის კილოთი ნათქვამი კი გამომდის, მაგრამ უსიამოვნოა, უსიამოვნოა რაც მოხდა. რა მოხდა? კაცმა არ იცის რა და რატომ მოხდა, გარდა იმისა, რომ ხალხი დაიხოცა და უსამართლოდ დაიხოცა. მე ის მაინტერესებს, ერთი ადამიანი როგორ უნდა წყვეტდეს, ათასობით კაცი რომ უნდა მოკვდეს. ![]() რუსი, რუსი ფენომენია. რუსებზე უამრავი თქმულა. ბისმარკი ამბობდა, ნე ვაიუიწე ს რასიეი, პატამუ შტო ნა კაჟდი ვაშ რასშიტანნი შაგ ანა ატვეწიტ ნეპრედსკაზუემაი გლუპასწიუო, მააშ. ასიანი იყო ის კაცი. ნაპოლეონი ამტკიცებდა, რუსი რომ დიდხანს ხეხო, მონღოლს აღმოაჩენო. დაწმუნებული ვარ, ბონაპარტს ამ თეორემს დასამტკიცებელი ცდა რომ ჩაეტარებინა, აუცილებლად დარწმუნდებოდა მის სისწორეში. დიდხანს ვიფიქრე, რისი თქმა შეიძლებოდა რუსზე, იმის იმედით, რომ ისტორია ბისმარკისა და ნაპოლეონის გვერდით ჩაწერდა ჩემ სახელს, მაგრამ კაი პატიოსანი ქართული ”ერთი მაგათი დინგიანი პიდარმონი დედასაც ვღერძე”-ს გარდა ვერაფერი მოვიფიქრე. როგორ მაინტერესებს, რას იტყვის მემატიანე... ნეტა ეხლა ლერმონტოვთან მალაპარაკა ერთი საათი მაინც :მაგასმოუ: რუსმა თხარა თხარაო, თხარაო, თხარაო, თხარაო და მერე მიხვდა რო თხრის ტრაკი აღარ ქონდა და შეეშვაო. რუსმა ტომრიდან გველი ამოიყვანაო და მერე მიხვდა რო ის ტომარა კაცის შარვალს გავდაო, თუ რაღაც ამდაგვარი... ეეეჰ... კი, ნამდვილად ფენომენია რუსი, რეგვენობით გამორჩეული ფენომენი... ენივეიო და ბრიფლი ზისვეიო. ომი ჩვენამდეც იყო და ჩვენს მერეც იქნება. აი რუსეთი რომ კიდევ დიდხანს იქნება, მაგაზე თავს ვერ დავდებ. ასე მდორედ მომდინარი ჩამოვიდღაბნე დღევანდელ დღემდე. ამ მიძინებისწინა ჟამს ორი ამბავი გავიგე, ერთი ცუდი, მეორე კარგი. ი ჩემი ბალღის ნათლიაი განუგმირავთ ზედ ღიპზე და აპენდიქსი მოუჭრიათ. ძიასო, რათ იცი ხოლმე ინდე ეგრე უცებ თქმაი? :უსერთაუსერი: ეს ცუდი ამბავი. კაი ამბავი: აშკარად გამოჯანმრთელების გზაზეა. :აი ვასს იუ ვერი მაჩ: ხოდა ისე მომერია ძილი ზედ მარჯვენა ქუთუთოზე, რომ უკანასკნელი ერთი საათის მანძილზე ჩემს არცერთ სიტყვაზე პასუხს არ ვაგებ. ძილინებისა მე, ძილინებისა თქვენ და ვ წიჩენიი ეტაი ნოჩი ვხერხე რუსის დედის... ძველია ეგ, უბრალოდ რუსებზე ადაპტირება გავაკეთე. ნამეტანი კი მომსვლია ხო იცი... P.S. აი ეხლა როგორ გინდა არ ხერხო ამის დედის... ► Silvia5 კომენტარი დაბრუნდა. პრინციპში დაბრუნდებოდა, აბა რა იქნებოდა... ისე გაუმწარებიათ ჩემი ზიზია სილვია, ისე სასტიკად გაუმწარებიათ... მაგრამ არა უშავს. უკვე სამი დღეა გრძნობს ჩემს ყურადღებასა და სიყვარულს და აზრზე მოდის. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც. ოთხ თვიანი განშორების შემდეგ ორ-სამ კვირიანი მკურნალობა და ისევ ის ჩემი ცელქი გოგო იქნება, რომელიც ადრე იყო.როგორ მომნატრებია. ხელახალი შეხვედრისასღა მივხვდი, თუ როგორ მაკლდა. მე ცრემლები გადმომცვივდა კინაღამ და იმან ალბათ ძლივს შეიკავა თავი, რომ პარპრიზზე წყლის ჭავლი არ მიესხა. არც მე მჯეროდა და არც იმას. დავიჯერეთ. ახლა მშვიდად, ინგლისური არისტოკრატიული ღიმილით ბამპერდამშვენებულს სძინავს. იცის ხვალ დილით გავაღვიძებ და ტორპედოზე მოვეფერები...
► Мой дядя Бенджамен3 კომენტარი![]() ეჰ ძია ბენჯამენ, როგორი მონატრება გცოდნია... მონატრება რა, პრინციპში არც მენატრები ხოლმე, უფრო მჭირდები. ხო ხო, დაიწყე ეხლა, თუ არ დაგჭირდი არც მომიკითხავო. კაცო, როდის ერთხელ გითხარი არ მოხვიდე მეთქი? ხო იცი რო ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა, განსაკუთრებით მაშინ როცა პიროვნების გაბევრება გემართება(შენ ეს სენი ძალიან გიხდება). შენი გამოჩენა ყოველთვის მიხარია. შენში განსაკუთრებით იცი რა მომწონს ძია ბენჯამენ? სადაც შენ ლაპარაკობ და შენ სიტყვას ამბობ, იქ ყველაფერი ისე გამოდის და გვარდება, როგორც შენ გინდა. ეგ შენი ღრმა, ჭკვიანი თვალები და ოდნავი ღიმილი ისეთ დამაჯერებლობას ანიჭებს თითოეულ შენს მიერ გამოთქმულ აზრს, რომ იჭვნეულობის მანიით ყველაზე შეპყრობილი ადამიანიც კი ვერ აღუდგება წინ შენს მომხიბლელობას... არასოდეს მითქვამს შენთვის ხმამაღლა, მაგრამ მშვიდად მაშინ ვარ, როცა შენ ჩემთან ხარ. არა ძია ბენჯამენ, სიცისფრე ჯერ არ შემპარვია და ვაჟ-ვაჟური, ან თუნდაც სხვა ნებისმიერი სახის სიყვარულით ნამდვილად ვერ მიყვარხარ, მაგრამ რაღაც თბილი გრძნობა გამაჩნია შენს მიმართ, ისეთი ტკბილი ხარ, ისეთი მშობლიური, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დროულად მოდიხარ ხოლმე, არადა უდროვოდ შენი მოსვლისთვის, ხომ იცი, არასოდეს არაა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მუდამ ტკბილი ხარ და მშობლიური. ნუ იკარგები ძია ბენჯამენ, გამოჩნდი. ახლა ისე მინდა რომ მოაკაკუნო ჩემს კარზე არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად პიროვნებაგაოცდაათებულმა, ისე მინდა რომ ვერ აგიხსნი. მჭირდები ძია ბენჯამენ, ოცდაათი მჭირდები. მინდა ზეგ დილას აუცილებლად ჩემთან იყო. გამოჩნდი გთხოვ და პირობას გაძლევ ორ კვირაში შენს ოცდაათივე მეს ზუსტად იქით გავუშვებ საღსა და სალამათს, საიდანაც მოვლენ. გემუდარები ძია ბენჯამენ, არ დამაღალატო, შენზეა ჩემი მომავალი დამოკიდებული. პატივისცემა ჩემზე იყოს, ხომ იცი, ჩემგან არავის დაკარგვია! იმედი მაქვს წერილს დროულად მიიღებ და დროსა და სურვილს გამონახავ ჩემს დასახმარებლად. წინასწარ დიდი მადლობა. თუ ვერ მოახერხო ძია გრანტს თხოვე შენს მაგივრად მოსვლა, უბრალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების გასამოცების შეტევა ექნება (მასაც ძალიან უხდება ეს სენი, უბრალოდ შენთან ვერ მოვა). გელი ძია ბენჯამენ. პატივისზედბეჭდვით, ბეთხოვენა P.S. არადა სულ ცოტა ხანშიც კი როგორ ძლიერდება შენი მონატრება ჩემში... ► Cisco Reloaded3 კომენტარი რატომღაც ძალიან ვიყავი იმაში დარწმუნებული რომ ამ სახელის გაგონება სულ უფრო და უფრო იშვიათად მომიწევდა. მეგონა აღარასოდეს მომიწევდა კონსოლის ცისფერი კაბელის მიერთება ჯერ კომპზე და მერე ცისკოს აპარატურაზე, აღარასოდეს გავუშვებდი პატიოსან SecureCRT-ს და აღარასოდეს ავკრეფდი პირველ ბრძანებას "en". Не тут-то было... პრინციპში მომნატრებია (შენი გზა და ბილიკები ფაიზაღი არ მომნატრებია, ცისკოს ვგულისხმობ). რამოდენიმე საათში თავზე საყრელი ოდენობით რაუტერებისა და სვიჩების პირისპირ აღმოვჩნდები დაუნდობელ ბრძოლაში და იარაღად ვინდოზითა და რაღა თქმა უნდა ჩემი საყვარელი SecureCRTთი აღჭურვილი ლეპტოპიღა მექნება. იმედია დიდხანს გასტანს ჩემი და ამ სან-ფრანცისკოელი საოცრებების ველური სექსი, რომელიც აუცილებლად N რაოდენობით ციფრულ ორგაზმს მიანიჭებს ჩემს პროფესიულ თავმოყვარეობას...ჯონ ჩემბერსი იყოს ჩემი დაპროექტებულ-დაკონფიგებული ქსელების მფარველი და მისცეს უფროსობისაგან მოწონება, ასწლიანი აფტაიმი და რაღა თქმა უნდა მაქსიმალურად ნაკლები თრაბლშუთინგის მომთხოვნი მეინთენენსი. ამინ კი არა და ლოგ ინ! ► მეტამორფოზა ნოტებში3 კომენტარი![]() ჯერ მამაშენმა და ბიძაშენმა წაიღეს ტვინი და ახლა შენო, ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე იმ პერიოდში, როცა პირველად დავიწყე როკის საფუძვლებში ქექიალი. შვიდი წლის ვიყავი მაშინ, თუ რვის, არ მახსოვს... დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ რაც ბავშვურად არ მემავნებლა, კედლის საათის ქანქარა არ მომეხსნა და მაგიდის ქვეშ არ დამემალა, მამაჩემის ანალოგური დისკები ხალიჩის ქვეშ არ შემეცურებინა, კედლიდან შპალერის ახევით არ შემექცია თავი და ა.შ. და აჰა, დადგა ჟამი, როდესაც მავნებლობის ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო, უფრო აზრიანი და მიზანმიმართული, მიზეზიც მომეცა (მადლობა ბებოს) და საქმეს შევუდექი. სეზონი იმით გავხსენი, რომ მოვიფიქრე, როგორ შეიძლებოდა წნევიანი ქალისათვის კიდევ უფრო დამემძიმებინა მდგომარეობა. იარაღს მისივე დახმარებით მივაგენი. ეს იყო მუსიკა! მაღალ ხმაზე ჩართული როკ მუსიკა. თავდაპირველი ტყვიები არც ისე მსხვილ კალიბრიანი იყო და მათ როლს ასრულებდნენ The Beatles-ის საკმაოდ მსუბუქი ნაწარმოებები, ისეთები, როგორებიც არიან I've Got a Feeling, Come Together, Let It Be და ა.შ. მაგრამ დროც გადიოდა და მუსიკალურად მალე ვიზრდებოდი, მალე ვიზრდებოდი და სწრაფი ტემპით იზრდებოდა ბებიაჩემის წნევის მაჩვენებელიც. პირველი გადადგმული ნაბიჯიდან დაახლოვებით ნახევარ წელიწადში ჩემი იარაღის ტყვიის კალიბრი Led Zeppelin-ამდე და Deep Purple-ამდე გაიზარდა. ახლაღა შევდივარ მათი ბებოების მდგომარეობაში, ვინც ბაშვობიდან მეტალზე ზის (მეტა: ყვავა, კოზმანა და ა.შ.). ბებიაჩემისაც მესმის. გიტარაზე დაკვრა ვიციო, თავს იწონებდა და ჩემი გიტარა პირველად რო ვანახე, ეს რა არი, ერთი სიმი აკლია და ასაწყობიაო. ზედმეტად ჩავთვალე იმის თქმა, ეხლა შვიდსიმიანზე აღარავინ უკრავს მეთქი, გული გაუტყდებოდა და დავეთანხმე, კი ბებო, მეშვიდე კოლკა მომიტყდა გრიფის გალოვკაზე და სიმიც მოვხსენი მეთქი. ![]() არადა მუსიკა, ჩემო ქიმიურო კი არა და მუსიკალურო ძმაო. Что есть МУЗЫКА. ძალიან დიდი ხანია ვცდილობ მუსიკის ფენომენის ახსნას სიტყვებით, არადა ნოტებს იქით არ ხერხდება ამის გაკეთება და რა ვუყო... მუსიკალური განვითარების გზას ყველა სხვადასხვანაირად გავდივართ. მეც რაღაცნაირად გავიარე (სხვათაშორის ბებიაჩემმაც). კაცმა რომ თქვას, დღე გვღვიძავს და ღამე გვძინავს და მუსიკის გავლენას ვერც ვამჩნევთ, მაგრამ ასე არაა. მუსიკა დიდ გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ადამიანის ყოველდღიურობაზე, არამედ მთლიანად მის ცხოვრებაზე. არც ისე ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ როცა ვფიქრობ, ამ დასკვნამდე მივდივარ. კარგი მომენტი ისაა, რომ ვიცი, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც ამაში აუცილებლად დამეთანხმება, რომლის ნამღერის მოსმენასაც არცერთი მომღერლის ხმის გაგონება არ მირჩევნია. სხვათაშორის ამ კაცის მეზობლები ალბათ ყველაზე ბედნიერი მეზობლები არიან. ყოველი დილის რვა საათზე ლიფტიდან დაახლოვებით 10-15 წამის განმავლობაში უნიკალური ხმა ესმით, კედლის მეზობელი ხო საერთოდ. ის მთელი დღის განმავლობაში ტკბება. ამ ბოლო დროს ჩემი მუსიკალური მოთხოვნილების თითოეულეტაპობრივ სწორხაზოვნებაში მერყეობა შევნიშნე. ეტყობა დამკაში გავედი. ისე ჟღერს, გაზმანოვის ფანები რომ პასუხობენ ხოლმე კითხვაზე ”რას უსმენ”, ”რავი, ყველაფერს ბრატ”, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დღეს ბეთჰოვენს ვუსმენ, მეორე დღეს ვან დერ გრაფს და მესამე დღეს ქრიდს. ასე მივდივარ მივდივარ და Point Of Restartამდე გავდივარ ხოლმე. დღეს კიდევ ბიტლზი, ისევ იქ მივედი საიდანაც დავიწყე (იხ. ღიღინალური ამოჩემება). მივედი და გათენდა კიდეც. ექვსს გადაცდა უკვე. როგორ მინდა ერთხელ მაინც ისეთ ზრდასრულ ადამიანს შევხვდე, რომელსაც არასოდეს არანაირი მუსიკა არ მოუსმენია. მერე ალბათ ვიპოვი მუსიკის განმარტებას. ► Неуместный ZZzzZZzzZZ2 კომენტარი![]() დავბერდი მგონი... ღამის თევის რესურსი ამოვწურე. გუშინ გავათენე იმ მიზნით, რომ დღეს ნორმალურად დამეძინა და ხვალ ნორმალურად გამეღვიძა. Но как не странно, из етой затеи не хрена не вышло. მახსოვს დილის 11 საათზე პატიოსანი ფილმის ყურება დავიწყე და საღამოს ექვსზე რატომღაც ჩემს ლოგინზე გამეღვიძა. რას გავს ეს? ძილის დრო მაქვს მე ახლა? არააჰ. მგონი კი არა, დავბერდი. Прощай молодость, мы так и не успели подружится... ► 09.07.08 02:35 AM3 კომენტარი![]() საძინებლის გარდა დღეს ფაქტიურად არაფერი მინახავს. დილით ორი საათით დავიძინე და შაკო ბიძია (შაკიკის შეტევა) მესტუმრა გაღვიძებულს. კაი მადლიანი ძალით კი შემომიტია... ბავშვობაში ფილმი ვნახე. ომარ შარიფი თამაშობდა ავსტრია-უნგრეთის შაკიკით დაავადებული მეფის როლს. მახსოვს მეფე შეტევისას ტკივილის გაყუჩებას მხოლოდ მორფით ახერხებდა... იმის მერე რამდენჯერაც შაკო ბიძია მეწვევა (კვირაში ერთხელ მაინც მოდის მოსაკითხად), იმდენჯერ ომარ შარიფი მახსენდება (ამას ხმამაღლა პირველად ვამბობ). ერთხელ ტკივილმა გონი დამაკარგვინა და სიზმარი ვნახე, შარიფს პოკერს ვეთამაშებოდი და მიგებდა... ხალხის მიკვირს და გამკვირვებია. ყველა იმით ცდილობს ჩემს დამშვიდებას რაც თავი მახსოვს, რომ ე.წ. არისტოკრატიული დაავადება მჭირს, რომლითაც ძირითადად გენიოსები და მაღალინტელექტუალები იტანჯებიან. აბა ვინ გამოიცნობს ერთი ცდით, როგორ არაარისტოკრატიულ, ნაკლებგენიალურ და დაბალინტელექტუალურ პასუხს ვაძლევ ხოლმე მსგავსი ფრაზების ავტორებს... ტკივილმა საღამოსთვის უკვე გამიარა, მაგრამ ჰაერი არ არის თითქოს ჩემს ირგვლივ. ძალიან ცხელა ჩემ საძინებელში და ძალიან ცხელა თბილისში... ნამდვილად, ნამდვილად. Migraine Sucks, it definitely does... ► Wrong!4 კომენტარი![]() ამ ბოლო დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, კონკრეტული მიზანი და მისი მიღწევის აუცილებლობა გამიჩნდა. ზოგადად მიზნების მიღწევას გარჯა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, ალბათ 10-დან ცხრა მაინც ამ გარჯას ტრაკის განძრევის სახელით იცნობს. შემოქმედმა სამყარო მრავალფეროვანი და მუდმივად ცვალებადი შექმნა. იცვლება გარემოებები, მათი განმაპირობებელი ფაქტორების ცვლის შედეგად რა თქმა უნდა. ტრაკი და სივრცე. წარმოიდგინე, რომ დრო და ამინდი ისე შეიცვალა, რომ ჩამოყალიბდა გარემოება, რომელშიც სივრცე იმდენად პატარაა და ტრაკი იმდენად დიდი, რომ ამ უკანასკნელისათვის განძრევა თითქმის იგივეა, რაც ახლადშობილისათვის მარათონულ გარბენში მონაწილეობის მიღება, ან თუნდაც ელენე თევდორაძისა და სალომე ზურაბიშვილისათვის გამართული ქართულით საუბარი. არადა ყოველი ცისმარე დღის 24 საათიდან თითოეულის 60-ვე წუთში თითო-თითოჯერ მაინც გეუბნება არცთუ ისე სასიამოვნო, მაგრამ აშკარად კეთილმოსურნე ხმა: ”ტრაკი, ჯიგარო, ტრაკი გაანძრიე”. ოთხი კედელი. ოთხი კედელი ასივებსო ტრაკს ისე, რომ გასაქანს ვეღარ პოულობსო. არა. პასუხისმგებლობა შვება მემგონი მაგ საქმეს... დრო იყო და მომენტი, როცა არ ყოფილა არავითარი დომენტი, უბრალოდ პასუხისმგებლობის გაბარიტები იყო ბევრად უფრო მცირე სიდიდეებში, ვიდრე დღეს. დრო და ამინდი მაშინაც იცვლებოდა და რიგ შემთხვევებში ტრაკსაც უწევდა ზომაში მოკლება გასაქანი სივრცის მოსაპოვებლად. გაინძრეოდა თუ არა, სივრცეც იზრდებოდა და ტრაკიც მეტი სილაღითა და სინარნარით მიჰქროდა მისთვის შესაფერისი სურნელით განმსჭვალული სიოს თანხლებიდ მიღწეულ მიზანთა ქალაქისაკენ მიმავალ ხან შავითა და ხან თეთრით ნახატ გზაზე. ერთ ახალ წელსაც წმინდა კოლიამ არცთუ ისე აგვიხდინა ოცნებები და დისტანციური მართვის სათამაშო მანქანის ნაცვლად პასუხისმგებლობა გვაჩუქა. მას შემდეგ თითქოს მე ტრაკი გამიწყრა და ტრაკს კიდე ღმერთი. უარზეა. განძრევა არ უნდა. არადა მისიც მესმის, გასაქანს ვერ ვაძლევ. უმოძრაობაში კიდე ისე გასივდა ოხერი, რომ ნებისმიერ თავმოყვარე ფრანგ მეძავს შეშურდება ჩემი. საბოლოო ჯამში დილემამ ასეთი სახე მიიღო: 1. ან პასუხისმგებლობა უნდა მოვიხსნა (რისიც, მიუხედავად ყველაფრისა, არანაირი სურვილი არ მაქვს), დროებით მაინც და ტრაკს გასაქანი მივცე; 2. კვლავაც მივცე ტრაკს დასვენების და მიზნის მიღწევის უფრო გართულების საშუალება, დაველოდო, როდის მორჩება უამინდობა და როდის მოვა დრო, როდესაც გასაქანი სივრცე მეტი იქნება (აუცილებლად მოხდება, მაგრამ კაცმა არ იცის როდის); 3. დროს და ამინდს მოვერგო (რაც ასევე არანაირად არ მხიბლავს, მედროვეობა და მეამინდეობა რომ მინდოდეს, გემრიელად გავარტყავდი პასუხისმგებლობასაც და ზოგადად თავმოყვარეობას); ვიცი, გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. არ არსებობდა ნაკლები პასუხისმგებლობის პირობებში, არ იარსებებს ახლაც, უბრალოდ მიზნის მიღწევას ტრაკის მეტად განძრევა დაჭირდება ალბათ. ყოველთვის შეიძლება ტრაკისათვის გასაქანის პოვნა ადამიანური გზით, ახლაც შეიძლება. ბებიაჩემი იმისთანა დაქოქილი იყო, აუცილებლად მოახერხებდა რამეს ჩემ ადგილზე. ჩემი მტერი იყოს იმის ადგილზე ახლა... მეც უნდა მოვახერხო რამენაირად. რაღაცას ვერ ვხვდები. ერთი დანამდვილებით ვიცი: გზას ავცდი, რაღაცას არასწორად ვაკეთებ...
Subscribe to:
Posts (Atom)
About MeFavorite Blog Updates
ღიღინალური ამოჩემებაBlog ArchiveLabels
Followers |












